დათო ტურაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დავით ტურაშვილი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დათო ტურაშვილი
Dato Turashvili (2017) 3893.jpg
დაბ. თარიღი 10 მაისი 1966(1966-05-10) (51 წელი)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ[1]
საქმიანობა მწერალი და უნივერსიტეტის პროფესორი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ლონდონის უნივერსიტეტი
Magnum opus ჯინსების თაობა
ჯილდოები საბა

დავით (დათო) ტურაშვილი (დ. 10 მაისი, 1966, თბილისი) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის 57-ე საშუალო სკოლა. სწავლობდა თსუ-ის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ლიტერატურის, კინოსა და ხელოვნების ისტორიას სწავლობდა თბილისის, ხოლო შემდეგ ლონდონისა და მადრიდის უნივერსიტეტებში, კინოდრამატურგიას - ერლომ ახვლედიანის სასცენარო სახელოსნოში.

იღებდა აქტიურ მონაწილეობას 1980–იანი წლების სტუდენტურ მოძრაობაში, როგორც უნივერსიტეტის პრეს-კლუბის აქტიური წევრი. იყო 1989 წელს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოწყობილი სტუდენტური საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ბოლო წლების განმავლობაში, მწერლობასთან ერთად, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც – კითხულობდა ლექციების კურსს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტებზე.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი პირველი რომანი დაიბეჭდა 1988 წელს. ყველაზე უკეთ ცნობილი ნაწარმოებია „ჯინსების თაობა“, რომლის სცენური ვერსიის პრემიერა 2001 წლის მაისში გაიმართა თავისუფალ თეატრში. მის სხვა ნაწარმოებთა შორისაა სამგზავრო წერილების კრებული „კატმანდუ“ (1998) და „ცნობილი და უცნობი ამერიკა“ (1993), ასევე მოთხრობათა ორი კრებული და კინოსცენარები. მისი მოთხრობათა პირველი კრებული „მერანი“ გამოიცა 1991 წელს.

გარდა სცენარებისა წერს რომანებს, მოთხრობებსა და პიესებს. დავით ტურაშვილის პირველი პროზაული კრებული გამოქვეყნდა 1991 წელს. დღეისთვის გამოცემული აქვს 12 წიგნი. მისი მოთხრობები თარგმნილია 7 ენაზე და გამოქვეყნებულია სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურულ პერიოდიკაში. ასევე არის ავტორი სამეცნიერო-კვლევითი წერილებისა ლიტერატურათმცოდნეობასა და ისტორიოგრაფიაში. თარგმნილი აქვს როგორც პროზაული, ასევე პოეტური ტექსტები რუსული, ესპანური და ინგლისური ენებიდან.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2008 - „საბა“ საუკეთესო პიესისთვის „შავი კედები“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]