დავით თარგამაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
დავით თარგამაძე
დავით თარგამაძე.jpg
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
დავით თარგამაძე
დაბადების
თარიღი
22 აგვისტო, 1989 (1989-08-22) (30 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 1.68 მ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1998-2006 დინამო თბილისი
2006-2008 ფრაიბურგი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2008-2010 ფრაიბურგი 14 (0)
2010-2012 ალექსანდრია 12 (0)
2012-2016 შახტარი დონეცკი 24 (4)
2012-2014   მარიუპოლი 51 (5)
2015—2016   ალაექსანდრია 10 (0)
2018- საბურთალო 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2007-2008 საქართველო 19 წლ. 6 (1)
2009 საქართველო 21 წლ. 2 (0)
2011- საქართველო 20 (2)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 2 თებერვალი, 2019
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 2 თებერვალი, 2019

დავით თარგამაძე (დ. 22 აგვისტო, 1989, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ნახევარმცველის პოზიციაზე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თამაშობდა თბილისის „დინამოში“, სანამ გადავიდოდა გერმანულ „ფრაიბურგში“ 2006 წელს. „ფრაიბურგის“ ძირითად გუნდში მისი დებიუტი შედგა 2009 წლის 17 მაისს ობერჰაუზენის „როტ-ვაისთან“ მატჩში.[1] კლუბის მაისურით მონაწილეობა მიიღო 8 მატჩში.[2] 2010 წლის ზაფხულში გადავიდა უკრაინის „ოლექსანდრიაში“.

2011 წლის 30 დეკემბერს დონეცკის „შახტარმ“ა საკუთარ საიტზე ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით გუნდში თარგამაძე გადავიდა.[3] იმავე წელს იჯარით შეუერთდა მარიუპოლის „ილიჩევეცს“, სადაც დაჰყო 2014 წლამდე. 2015-2016 წლებში იჯარით თამაშობდა „ალექსანდრიაში“.

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თარგამაძე გამოდიოდა საქართველოს 19 და 21 წლამდელთა ნაკრებებში. 2009 წელს, ახალგაზრდულ ნაკრებში ჩაატარა სამი მატჩი.[4]

ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2011 წლის 10 აგვისტოს, სტუმრად პოლონეთთან 0-1 წაგებულ მატჩში შედგა. თარგამაძე თამაშში, ალექსანდრე გურულის ნაცვლად 50-ე წუთიდან ჩაერთო და ყვითელი ბარათიც დაიმსახურა. მონაწილეობდა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის სამ მატჩში. თბილისში საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ, ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, მე-19 წუთზე სტანდარტული სიტუაციიდან გახსნა ანგარიში.

2012 წლის 24 მაისს თურქეთის ნაკრებთან, ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში გამართულ საერთაშორისო ამხანაგურ მატჩის 51-ე წუთზე თარგამაძემ ანგარიში 1-2 გახადა, თუმცა საბოლოოდ თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა, ანგარიშით 1-3 გაიმარჯვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Player profile. Football-Lineups.com.
  2. (გერმანული) Player profile. Fußballdaten.de.
  3. David Targamadze signed for Shakhtar!. shakhtar.com.
  4. Player profile. PlayerHistory.com.

[[კატეგორია:გერმანიის ბუნდესლიგის ფეხბურთელები]