შინაარსზე გადასვლა

გუსტავ მანერჰაიმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გუსტავ მანერჰაიმი
შვედ. Carl Gustaf Emil Mannerheim
დაბადების თარიღი 4 (16) ივნისი, 1867[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი Louhisaari Manor, ფინეთის დიდი სამთავრო, რუსეთის იმპერია[7]
გარდაცვალების თარიღი 27 იანვარი, 1951(1951-01-27)[2] [3] [8] (83 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლოზანა[9] [4]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
ფინეთი
ფინეთის დიდი სამთავრო
განათლება ნიკოლაევის საკავალერიო სასწავლებელი და Hamina Cadet School
მამა Carl Robert Mannerheim
დედა Helene Mannerheim[6]
მეუღლე/ები Anastasia Mannerheim
შვილ(ებ)ი Sophie Mannerheim და Anastasie Mannerheim
ჯილდოები საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრის ორდენის კავალერი[10] , ბრიტანეთის იმპერიის ორდენის დიდი ჯვრის რაინდი, ფინეთის ლომის ორდენის დიდი ჯვარი[11] , ფინეთის თეთრი ვარდის ორდენის დიდი ჯვარი ჯაჭვით[12] , რკინის ჯვრის რაინდის ჯვარი[13] , Order of St. Anna 2nd class with swords[12] , Order of Saint Stanislaus, 2nd class with swords[12] , Order of Saint Vladimir 4th class with swords and bow[12] , სპილოს ორდენის რაინდი[12] , Order of the Rising Sun with Paulownia Flowers, 1st class[14] , Royal Order of the Seraphim[12] , 1st Class of the Military Order of the Cross of the Eagle[15] , Grand Cross of the Order of the German Eagle in Gold with Swords[16] [13] , Estonian Red Cross Order First Class[17] , წმინდა ანას მე-3 ხარისხის ორდენი[18] , Iron Cross (1914), 2nd class[13] , Iron Cross (1914), 1st class[13] , Clasp to the Iron Cross of 1914, 2nd class[13] , წმინდა სტანისლავის 1-ლი ხარისხის ორდენი, წმინდა სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი, Mannerheim Cross 1st Class[19] , Silver cross of the Order of the Redeemer[19] , Grand Cross with Holy Crown of the Order of Merit of the Kingdom of Hungary[16] , Knight Grand Cross of the Order of the Sword[19] , Order of the Crown of King Zvonimir[20] , Grand Officer of the Military Order of Savoy[21] , Order of Michael the Brave, 1st class[22] , Order of Michael the Brave, 2nd class[22] , Order of Michael the Brave, 3rd class[22] , თავისუფლების ჯვრის ორდენის დიდი ჯვარი[12] , Medal for Humane Benevolence[23] , Order of the Sword - Commander Grand Cross[12] , თავისუფლების ჯვრის ორდენის დიდი ჯვარი[19] , Mannerheim Cross 2nd Class[19] , Cross of Liberty, 1st Class[12] , Medal of Liberty, 1st Class with rosette, of the Order of the Cross of Liberty[19] , Cross of Liberty, 4th Class[12] , ფინეთის თეთრი ვარდის ორდენის დიდი ჯვარი ჯაჭვით[24] , Knight's Cross of the Order of Franz Joseph[18] , Medal In memory of Alexander III[18] , Medal In memory of coronation of Nikolay II[18] , საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი[18] , Officer of the Order of Saints Maurice and Lazarus[12] , Russo-Japanese War Medal[12] , In memory of the 200th anniversary of the Battle of Poltava[12] , წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი[12] , საპატიო ლეგიონის ორდენის ოფიცერი[12] , Medal 100 year 1812[12] , Medal "In memory of the 300th anniversary of Romanov dynasty"[12] , Order of St. Vladimir, 3rd class with Swords, წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი[12] , ოქროს ხმალი მამაცობისათვის[12] , Order of Saint Anna, 1st class with swords[12] , Order of Saint Stanislaus, 1st class with swords[12] , Order of St. Vladimir 2nd class with swords[12] , Memorial medal of the War of Liberation[12] , Decoration of the Danish Red Cross[12] , Memorial medal of the Winter War[25] , Cross of Merit of the Red Cross of Finland[19] , Order of the German Eagle, 1st class with Swords[16] [13] , Knight's Cross of the Iron Cross with Oak Leaves[13] და Clasp to the Iron Cross of 1914, 1st class[13]
mannerheim.fi

კარლ გუსტავ ემილ მანერჰაიმი (შვედ. Carl Gustaf Emil Mannerheim, ფინ. Carl Gustaf Emil Mannerheim, [ˈkɑːrl ˈɡɵsˌtɑf ˈeːmil ˈmanːərˌheim]; დ. 16 ივნისი, 1867, ასკაინენი, ფინეთის დიდი სამთავრო, რუსეთის იმპერია — გ. 27 იანვარი, 1951, ლოზანა, შვეიცარია) — ბარონი, შვედური წარმოშობის ფინელი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, ფინეთის ჯარის კავალერიის გენერალი (7 მარტი, 1918), ფელდმარშალი (19 მაისი, 1933), საპატიო ტიტულის, „ფინეთის მარშალის“ მფლობელი (4 ივნისი, 1942), ფინეთის სამეფოს რეგენტი (12 დეკემბერი, 1918 — 26 ივნისი, 1919), ფინეთის პრეზიდენტი (4 აგვისტო, 1944 — 11 დეკემბერი, 1946); რუსეთის სამხედრო მოღვაწე და რუსეთის ჯარის გენერალ-ლეიტენანტი (25 აპრილი, 1917).

პირად სახელად იგი იყენებდა გუსტავს, რუსულ ჯარში სამსახურის დროს მას მოიხსენიებდნენ, როგორც გუსტავ კარლოვიჩს (რუს. Густа́в Ка́рлович), ხოლო ზოგჯერ ფინურ ყაიდაზე მას კუსტაასაც ეძახოდნენ.

2000-იანი წლების დასაწყისამდე ითვლებოდა, რომ მანერჰაიმები შვედეთში ნიდერლანდებიდან გადავიდნენ. ამ თეორიის საწინააღმდეგო შეტყობინება 2007 წელს გაავრცელა ფინურ-ნიდერლანდურმა ჯგუფმა, სადაც ეწერა, რომ მათ ჰამბურგის არქივებში საეკლესიო წიგნი იპოვეს, რომლის თანახმადაც გუსტავის წინაპრებისგან ყველაზე უფროსი და საზოგადოებისთვის ცნობილი ჰინრიჰ მარჰაინი 1618 წლის 28 დეკემბერს წმინდა იაკობის ეკლესიაში მონათლეს. მისი დაბადების მოწმობაზე დაყრდნობით, მამამისი იყო ვიღაც ჰენინგ მარჰაინი, რომელმაც ჰამბურგის მოქალაქეობა 1607 წელს მიიღო.

არსებობს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ჰინრიჰ მარჰაინმა, რომელიც შვედეთში გადასვლის შემდეგ ჰაინრიხი გახდა, იქ რკინასაკეთებელი ქარხანა დააარსა. 1693 წელს მისი შვილი შვედურ თავადაზნაურობაში აიყვანეს, მან კი გვარი შეიცვალა და მანერჰაიმი გახდა. 1768 წელს მანერჰეიმებმა ბარონის წოდება მიიღეს, ხოლო 1825 წელს კარლ ერიკ მანერჰაიმმა (1759–1837) გრაფის ღირსება მიიღო, რის შემდეგაც ოჯახის უფროსი შვილი გრაფი ხდებოდა, ხოლო მისი უმცროსი ძმები (მათ შორის, გუსტავ მანერჰაიმიც), როგორც უმცროსი გენეოლოგიური შტო, ბარონებად რჩებოდნენ.

რუსეთ-შვედეთის 1808-1809 წლების ომი რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. დელეგაციას, რომელიც ალექსანდრე I მიიღო, ერიკ მანერჰაიმი ედგა სათავეში. მან დიდი წვლილი შეიტანა მოლაპარაკებების განვითარებაში, რომელიც საბოლოოდ დასრულდა ფინეთის დიდი სამთავროს ავტონომიური სტატუსის და კონსტიტუციის დამტკიცებით. ამის შემდეგ, ყველა მანერჰაიმი განსაკუთრებულად პრო-რუსული ორიენტაციით გამოირჩეოდა, შესაძლოა იმის გამო, რომ ალექსანდრე I არაერთხელ უთქვამს: „ფინეთი გუბერნია არ არის. ფინეთი — სახელმწიფოა“. მანერჰაიმის პაპა, კარლ გუსტავი (რომლის პატივსაცემად მან თავისი სახელი მიიღო) ვიბორგში სააპელაციო ინსტანციის პრეზიდენტი და მეცნიერ-ენტომოლიგი იყო, მამამისი კი ლიტერატურათმცოდნე და მეწარმე იყო, რომელსაც მთელი რუსეთის ფარგლებში დიდი საქმეები მიჰყავდა.[26]

კარლ გუსტავი (მარვჯნივ)

გუსტავ მანერჰაიმი დაიბადა ბარონი კარლ რობერტ მანერჰაიმის (1835 — 1914) და გრაფი ჰედვიგ შარლოტა ჰელენა ფონ იულინის ოჯახში. დაბადების ადგილი იყო ტურკუსთან ახლო ასკაინენში მდებარე ლოუჰისარის სახელობის კომუნა, რომელიც თავის დროზე გრაფმა, კარლ ერიკ მანერჰეიმმა შეიძინა.

როდესაც კარლ გუსტავი 13 წლის იყო, მამამისი გაკოტრდა, ოჯახი მიატოვა და პარიზში გადავიდა. შემდეგი წლის იანვარში დედამისი გარდაიცვალა.

1882 წელს 15 წლის გუსტავი ჩაირიცხა ფინური ქალაქ ჰამინას კადეტურ კორპუსში. 1886 წლის გაზაფხულში კორპუსიდან თვითნებური არყოფნის გამო გარიცხეს.

ამის შემდეგ, მან სანქტ-პეტერბურგის ნიკოლაევსკის კავალერიულ სასწავლებელში ჩაბარება და კავალერისტობა გადაწყვიტა. სასწავლებელში ჩარიცხვისთვის საჭირო იყო უნივერსიტეტული გამოცდის ჩაბარება, რის გამოც გუსტავი ერთი წლის განმავლობაში მეცადინეობდა კერძო ბიოკას ლიცეუმში (ფინ. Böökin yksityiskymnaasi).[27] 1887 წლის გაზაფხულში, ჰელსინკიში მანერჰაიმი ჩაირიცხა ჰელსინგორფის უნივერსიტეტში, სადაც აუცილებელი იყო რუსული ენის კარგი ცოდნა. ამისთვის კარლ გუსტავი გაემგზავრა თავის ნათესავთან ე. ფ. ბერჰენჰაიმთან, რომელიც ხარკოვში ინჟინერად მუშაობდა. ხარკოვში კარლ გუსტავი რამდენიმე თვის განმავლობაში რუსულს მასწავლებელთან ერთად სწავლობდა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 1 2 Encyclopædia Britannica
  3. 1 2 SNAC — 2010.
  4. 1 2 Národní autority České republiky
  5. ↑ Uppslagsverket Finland — Svenska folkskolans vänner.
  6. 1 2 Lundy D. R. The Peerage
  7. ↑ Everyman's Encyclopaedia — Vol. 8. — P. 29.
  8. ↑ Brockhaus Enzyklopädie — F.A. Brockhaus, 1796.
  9. ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118881574 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  10. ↑ Kahden presidenttikauden kunnia / Två presidentperioders heder: Mauno Koiviston kunniamerkit, Mauno Koivistos ordnar och utmärkelsetecken — Hämeenlinna: 2018. — გვ. 19. — 42 გვრ. — ISBN 978-951-53-3708-5
  11. ↑ Matikkala A. Suomen Valkoisen Ruusun ja Suomen Leijonan ritarikunnat — Helsinki: Edita, 2017. — გვ. 491.
  12. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 Tetri J. E. Kunniamerkkikirja — Helsinki: Ajatus Kirjat, 2003. — ISBN 951-9440-23-2
  13. 1 2 3 4 5 6 7 8 TracesOfWar
  14. ↑ Anaja M. Vala ja velvoite: näkökulmia sotilasperinteeseen III — Helsinki: 2015. — გვ. 109.
  15. ↑ https://president.ee/et/teenetemargid/teenetemarkide-kavalerid/24073-karl-gustaf-emil-mannerheim
  16. 1 2 3 Kansallisbiografia / M. Klinge — Suomalaisen Kirjallisuuden Seura, Suomen Historiallinen Seura. — ISSN 1799-4349
  17. ↑ https://president.ee/et/teenetemargid/teenetemarkide-kavalerid/19214-karl-gustaf-emil-mannerheim
  18. 1 2 3 4 5 Tetri J. E. Kunniamerkkikirja — Helsinki: Ajatus Kirjat, 2003. — გვ. 119. — ISBN 951-9440-23-2
  19. 1 2 3 4 5 6 7 http://www.mannerheim.fi/13_erity/kunnmerk.htm
  20. ↑ Matikkala A. Kunnian ruletti: korkeimmat ulkomaalaisille 1941-1944 annetut suomalaiset kunniamerkit — Helsinki: Suomalaisen Kirjallisuuden Seura, 2017. — გვ. 328. — ISBN 978-952-222-847-5
  21. ↑ Matikkala A. Kunnian ruletti: korkeimmat ulkomaalaisille 1941-1944 annetut suomalaiset kunniamerkit — Helsinki: Suomalaisen Kirjallisuuden Seura, 2017. — გვ. 327. — ISBN 978-952-222-847-5
  22. 1 2 3 Matikkala A. Kunnian ruletti: korkeimmat ulkomaalaisille 1941-1944 annetut suomalaiset kunniamerkit — Helsinki: Suomalaisen Kirjallisuuden Seura, 2017. — გვ. 344. — ISBN 978-952-222-847-5
  23. ↑ Matikkala A. Suomen Valkoisen Ruusun ja Suomen Leijonan ritarikunnat — Helsinki: Edita, 2017. — გვ. 214.
  24. ↑ Matikkala A. Suomen Valkoisen Ruusun ja Suomen Leijonan ritarikunnat — Helsinki: Edita, 2017. — გვ. 488.
  25. ↑ Leino P. Kunniamerkkikeräilijän opas — Hämeenlinna: Gummerus, 2006. — გვ. 73. — ISBN 952-92-0033-1
  26. ↑ Hans-Peter Schwarz, Das Gesicht des Jahrhunderts- Monster, Retter und Mediokritäten: — Berlin, Siedler Verlag. 1998. ISBN 3-88680-645-6
  27. ↑ Выпускной сертификат, подписанный Эмилем Бёком 14 мая 1887 года