გურული კილო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გურული კილოგურიის მხარეში გავრცელებული ქართული ენის დიალექტი. გურულ კილოში შთამბეჭდავია მეგრულ-ჭანური ფენა.

გურული კილო იყოფა ორ კილოკავად: ზემო და ქვემოგურულად. ზემოგურული მოიცავს ძირითადად ჩოხატაურისა და ოზურგეთის მთიანი რეგიონის მოსახლეობის მეტყველებას, ქვემოგურული — ლანჩხუთისა და ოზურგეთის რაიონების მეტყველებას. გურული კილოს კილოკავებად დაყოფას საფუძვლად უდევს, ერთი მხრივ, ლექსიკური და, მეორე მხრივ კი, მორფოლოგიური სხვაობა. ზემოგურული დიალექტური თავისებურებებით უახლოვდება უფრო ქვემოიმერულს, ვიდრე ქვემოგურულს.