გურამ დოლენჯაშვილი
იერსახე
გურამ ნიკოლოზის ძე დოლენჯაშვილი (დ. 9 მარტი, 1943, ქუთაისი) — ქართველი გრაფიკოსი, ფერმწერი. საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1985). რუსეთის სამხატვრო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2004).
დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1968, ვ. გრიგოლიას კლასი). 1969 წლდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში. 1990-იანი წლებში გადასახლდა მოსკოვში.
დოლენჯაშვილის თემატურ ციკლებად გაერთიანებული ნამუშევართაგან აღსანიშნავია „იმერეთის პეიზაჟი“ (1983), „ჩემი სამშობლო“ (1985), ომისა და მშვიდობისადმი მიძღვნილი სერიები „გაფრთხილება“ (1982), „განგაშის ზარები“ (1987) და სხვ. მისი ნამუშევრები ინახება საქართველოს საზღვარგარეთის ქვეყნების სხვადასხვა მუზეუმებსა და კერძო პირთა კოლექციებში. მისი შვილია მწერალი თეონა დოლენჯაშვილი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 471.