შინაარსზე გადასვლა

გურამ ბენაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურამ დიმიტრის ძე ბენაშვილი (დ. 30 მაისი, 1941, არბოშიკი, ახლანდელი დედოფლისწყაროს მუნიცეპალიტეტი) — ქართველი კრიტიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1997), ღირსების ორდენის კავალერი (2001).

გურამ ბენაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1964 წელს.

1974 წლიდან მუშაობს ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში; 1996 წლიდან იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; ხოლო 1997 წლიდან — ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1996 წელს აირჩიეს თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახ. პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ლიტერატურის კათედრის გამგედ; ხელმძღვანელობს საქართველოს მწერალთა კავშირის კრიტიკისა და პუბლიცისტიკის სექციას; 2000 წლიდან არის მწერალთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე; მისი პირველი ლიტერატურული წერილი „ვალერიან გაფრინდაშვილის შემოქმედებითი ევოლუცია“ 1972 წელს დაიბეჭდა; 1986 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი „წყურვილი წვდომისა“; მასვე ეკუთვნის „ლიტერატურულ-კრიტიკული ეტიუდები“ (1989), „რანი იყვნენ და რანი არიან“ (1991); მისი ლიტერატურული გამოკვლევების არეალი მოიცავს როგორც ქართულ კლასიკურ ლიტერატურას, ისე XX საუკუნის თვალსაჩინო მწერალთა შემოქმედებას.

  • „სილუეტები“: წერილები — თბილისი, გლოსა, 2015. - 340გვ.
  • „ლიტერატურული მედიტაციები“ — თბილისი, მერანი, 2002. - 460გვ.
  • „რანი იყვნენ და რანი არიან“ — თბილისი, მერანი, 1991. - 527გვ.
  • „ლიტერატურულ-კრიტიკული ეტიუდები“ — თბილისი, მერანი, 1989. - 301გვ.
  • „წყურვილი წვდომისა“: ლიტ. წერილები — თბილისი, მერანი, 1986. - 286გვ.
  • თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.886