გულო, არ გასტყდე! (ლექსი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გულო, არ გასტყდე! — ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას ლექსი, რომელიც დაიწერა 1904 წელს. მკვლევართა აზრით, 1905 წლის რევოლუციის წინა წლებში ვაჟა-ფშაველას შემოქმედებისთვის დამახასიათებელი იყო შემოვლითი გზით შეუდრეკელი ბრძოლის სურვილისა და დაუშრეტელი ენერგიის გამომჟღვნება. სწორედ ამ ხანებში დაიწერა მისი ეს ლექსი, რომელიც დასაწყისშივე შეიცავს სიმტკიცისკენ მოწოდებას:

გულო, არ გასტყდე, გამაგრდი,

კლდეო, კლდედ იქეც სალადა!

რა ვქნათ, რომ ჯანღი გვეხვევა,

მეცა გყევივარ ავადა.

ცდა გავუქარწყლოთ საწუთროს,

ნუ დავბერდებით შავადა.

ხოლო, ბოლოს, ეს იმედით ავსებული ლექსი შემდეგი სტრიქონებით მთავრდება:

გულო, გაკლდევდი, გამაგრდი,

ნისლი ნუ გადაგეფარა:

თუ აქამომდე გავძელით,

დღეს მტერი გაგვტეხს ვეღარა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გრიგოლ კიკნაძე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1989. — გვ. 9.
ვიკიწყარო
ვიკიწყარო
ვიკიწყაროში არის სტატია: