გულა სოკო
გულა სოკო | ||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||
| ||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||
Hericium erinaceus | ||||||||||
დაცვის სტატუსი | ||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 70401627 | ||||||||||
|
გულა სოკო (ლათ. Hericium erinaceus)[1] — საჭმელი სოკო Hericiaceae-ის ოჯახისა.
ნაყოფიერი სხეულის სიგრძე 20 სმ-მდეა, წონა 1,5 კგ. მომრგვალო ან უსწორმასწორო ფორმისაა. აქვს კრემისფერი და ღია ჩალისფერი შეფერილობა. რბილობი მოთეთროა, ხორციანი, რომელიც გამოშრობისთანავე ყვითლდება. ჰიმენოფორი ეკლისებრია და არის ნემსისებრ ქვემოთკენ წაწეული, რის გამოც სოკო ზღარბს წააგავს. სამშობლოა ჩრდილოეთი ამერიკა.
გავრცელებულია ევროპაში (საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, უნგრეთი, დანია, ნორვეგია, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია). გვხვდება აგრეთვე რუსეთში, ჩრდილოეთ ჩინეთში და კავკასიისა და ყირიმის წინამთებში.
იზრდება მუხის, წიფელისა და არყის ღეროებზე. ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში იგი სამკურნალო სოკოდ არის მიჩნეული. გავრცელებული ინფორმაციით, მისგან მიღებული ტაბლეტები გამოიყენება კუჭის წყლულისა და საყლაპავის კიბოს საწინააღმდეგოდ.[2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გულა სოკო Index Fungorum-ზე (ინგლისური)
- Hericium erinaceus (ინგლისური)
- Hericium erinaceus (ინგლისური)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ბოტანიკური ლექსიკონი
- ↑ Ying, J.; Mao, X.; Ma, Q.; Zong, Y.; Wen, H. (1987) Icons of Medicinal Fungi from China. Beijing: Science Press. ISBN 978-7-03-000195-5.