გრიგოლ ხანძთელის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გრიგოლ ხანძთელის ქუჩა
Isani-Samgori, Tbilisi, Georgia - panoramio (3).jpg
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
წინა სახელები ნორაშენის ქუჩა, ჰაზირას ქუჩა, ალექსანდრე მიასნიკოვის ქუჩა

გრიგოლ ხანძთელის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ქვემო უბანი). ხოდაშნის ქუჩიდან პურის მოედნამდე. აღნიშნულია ალექსანდრე პიშჩევიჩის მიერ შედგენილს თბილისის 1785 წლის გეგმაზე. ქალაქის 1867 წლის გეგმაზე დატანილია ნორაშენის ქუჩის სახელით (სახელწოდება უკავშირდება ნორაშენის ღვთისმშობლის სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიას). 1923 წელს — ჰაზირას, 30-იან წლებში — ალექსანდრე მიასნიკოვის, 1991 წელს კი გრიგოლ ხანძთელის სახელი ეწოდა. შემონახულია XIX საუკუნის დასაწყისის და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები. აქვს 2 ჩიხი.

გლდანის რაიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ ხანძთელის ქუჩა — ქუჩა თბილისში, გლდანის რაიონში (ავჭალა). ალექსანდრე მანაგაძის ქუჩიდან ზაჰესის დასახლებამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის 40-იან წლებში, ადრე — ვაჟა-ფშაველას სახელი ერქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]