ალექსანდრე მანაგაძის ქუჩა
ალექსანდრე მანაგაძის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქი |
![]() |
რაიონი | გლდანის რაიონი |
წინა სახელები | გიორგი სააკაძის ქუჩა, ევსევი ჩიქვანაიას ქუჩა, |
ისტორიული რაიონი | ავჭალა |
ალექსანდრე მანაგაძის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მდებარეობს გლდანის რაიონში (ავჭალა), ბაღნარის ქუჩიდან გრიგოლ ხანძთელის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის 40-იან წლებში. მისი ადრინდელი სახელია გიორგი სააკაძის ქუჩა, შემდეგ ევსევი ჩიქვანაიას ქუჩა დაერქვა. 1996 წელს ალექსანდრე მანაგაძის სახელი ეწოდა. ქუჩაზე მდებარეობს წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძარი, სადაც დაბრძანებულია ქალაქ სერგიევ-პოსადიდან 2003 წელს ჩამოსვენებული ნეშტის წმინდა ნაწილები. ქუჩას აქვს 5 ჩიხი.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 107, ISBN 978-99928-20-35-3.