შინაარსზე გადასვლა

გრიგოლ აპირატის ძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გრიგოლ აპირატის ძე — XII საუკუნის საქართველოს სამეფოს ფეოდალი, ქალაქ ანისის გამგებელი, როგორც ჩანს, მამის — აპირატის — შემდეგ. ცნობილია სომეხი ისტორიკოსის სტეფანოს ორბელიანის თხზულებიდან.

1177-1178 წლებში გრიგოლ აპირატის ძე მონაწილეობდა დემნა უფლისწულისა და ორბელთა აჯანყებაში. იგი თავდაპირველად აჯანყებულთა მხარეზე იყო, მაგრამ გიორგი III-ის გაძლიერების გამო სხვა აჯანყებულებთან ერთად ისიც მეფეს მიემხრო.

  • სტეფანოს ორბელიანის „ცხოვრება ორბელიანთა“-ს ძველი ქართული თარგმანები. ქართ.-სომხ. ტექსტები, ე. ცაგარეიშვილის გამოც., თბ., 1978;
  • მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII საუკუნე), თბ., 1973;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).
  • ზალდასტანიშვილი მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 150.