აპირატ ანელი
იერსახე
აპირატ ანელი — XII საუკუნის სომეხი ფეოდალი, ანისის ეპისკოპოს ბარსეღის ძმა, პაჰლავუნთა საგვარეულოდან. 1173 წელს ანისის აღების შემდეგ საქართველოს მეფე გიორგი III-მ ბარსეღის თხოვნით ყარსში ტყვეობაში მყოფი აპირატი გამოისყიდა და ანისის ამირად დანიშნა. აპირატის ძე და მემკვიდრე იყო, როგორც ჩანს, გრიგოლ აპირატის ძე, ორბელთა აჯანყების მონაწილე. აპირატის შესახებ ცნობები დაცულია ვარდან არეველცის თხზულებაში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვარდან არეველცი, მსოფლიო ისტორია / ძვ. სომხ. თარგმნეს ნოდარ შოშიაშვილმა და ეკა კვაჭანტირაძემ ; შესავალი, კომენტარები და საძიებლები დაურთო ეკა კვაჭანტირაძემ ; [რედ.: ელენე ცაგარეიშვილი] ; საქ. მეცნ. აკად., საქ. ისტ. წყაროების კომისია, ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტი, თბ.: არტანუჯი, 2002;
- მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII საუკუნე), თბ., 1973;
- ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).