სტეფანოს ორბელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტეფანოს ორბელიანი ან სტეფანოს განძაკეცი (დ. 1258 — გ. 1304[1]) — XIII-XIV საუკუნეების სომხური ისტორიოგრაფიის თვალსაჩინო წარმომადგენელი. საეკლესიო-პოლიტიკური მოღვაწე. წარმომავლობით ორბელიანთა ქართულ-ფეოდალურ გვარის გასომხებულ შტოს განეკუთვნებოდა (ტარსაიჭ ორბელის ძე).

სტეფანოს ორბელიანი მრავალი ისტორიული თხზულების ავტორია. მისი თხზულებებიდან მნიშვნელოვანია „სისაკანის სახლის ისტორია“, რომელიც გამოირჩევა მასალის სიუხვით, ისტორიული ფაქტების შედარებით მართებული ახსნითა და შეფასებებით. ყურადღებას იქცევს ნაშრომის 66-ე თავი „ცხოვრება ორბელიანთა“, რომელშიც გადმოცემულია ორბელიანთა ფეოდალური საგვარეულოს თავგადასავალი. ამ თავში გაშუქებულია XII-XIII საუკუნეების საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური და ისტორიული საკითხები. „სისაკანის სახლის“ ისტორია ცალკე თხზულებად იყო, როგორც სომხურად, ისე ქართულად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Stephen Cushman, Clare Cavanagh, Jahan Ramazani, Paul Rouzer. The Princeton Encyclopedia of Poetry and Poetics: Fourth Edition. — 4. — Princeton University Press, 2012. — P. 83.