გოძილა: მონსტრების მეფე (2019 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გოძილა: მონსტრების მეფე

თიზერის პოსტერი
რეჟისორი მაიკლ დოგერტი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი მაიკლ დოგერტი
ზაკ შილდსი
ნაწარმოები
ეფუძნება გოძილა, კინგ გიდორა, მოთრა, როდანი
როლებში
მუსიკა ბირ მაკრირი
ოპერატორი ლოურენს შერი
მწარმოებელი კომპანია Legendary Pictures
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures (მთელ მსოფლიოში)
Toho (იაპონიაში)
გამოსვლის თარიღი 31 მაისი, 2019
ქვეყანა დროშა: ამერიკის შეერთებული შტატები აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 200 მილიონი აშშ დოლარი[1]

„გოძილა: მონსტრების მეფე“ (ინგლ. Godzilla: King of the Monsters) — გამოსასვლელი ამერიკული ფილმი მონსტრების შესახებ. მისი რეჟისორი და თანაავტორია მაიკლ დოგერტი. არის ფილმ „გოძილას“ (2014) გაგრძელება, რიგით 35-ე ფილმი გოძილას ფრენჩაიზში, მე-3 ფილმი Legendary Entertainment-ის MonsterVerse-ში და აგრეთვე მე-3 ფილმი გოძილას შესახებ, რომელსაც მთლიანად ჰოლივუდის სტუდია გადაიღებს. მთავარ როლებში მონაწილეობენ: კაილ ჩენდლერი, ვერა ფარმიგა, მილი ბობი ბრაუნი, ბრედლი უიტფორდი, სალი ჰოკინსი, ჩარლზ დენსი, თომას მიდლდიტჩი, აიშა ჰინდსი, ო'ში ჯექსონ უცროსი, დევიდ სტრეთეირნი, კენ ვატანაბე და ჯან ძიი. არის იოშიმიცუ ბანოს უკანასკნელი ფილმი აღმასრულებელი პროდიუსერის რანგში, იგი 2017 წლის 7 მაისს გარდაიცვალა.[2]

გაგრძელება გოძილას გახსნის უიკენდზე იყო წვანე შუქი თავდაპირველ რეჟისორ გარეტ ედვარდსისათვის, რომ დაბრუნდებულიყო. მას შემდეგ, რაც 2016 წელს ედვარდსმა პროექტი დატოვა, დოგერტი, რომელიც ამავე წლის ოქტომბერში დაიქირავეს, რათა თავიდან დაეწერა სცენარი ზაკ შილდსთან ერთად, დასახელდა რეჟისორად, 2017 წლის იანვარში. გადაღებები 2017 წლის ივნისში დაიწყო ატლანტაში, ჯორჯიაში[3][4] და დასრულდა სექტემბრის თვეში. ფილმის გამოსვლა იგეგმება 2019 წლის 31 მაისს, 2D-ში, 3D-ში, Dolby Cinema-ში და IMAX-ში. ასევე დაგეგმილია ფილმის „გოძილა კინკინგის წინააღმდეგ“ გამოსვლა, 2020 წლის 13 მარტს.[5]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Kalat, David (2010). A Critical History and Filmography of Toho's Godzilla Series (Second Edition). McFarland. ISBN 9780786447497.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Godzilla King of the Monsters goofs up, forgets to remove cameraperson from first clip“, Hindustan Times, July 20, 2018. წაკითხვის თარიღი: December 28, 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან - January 18, 2019. 
  2. Brett. (May 9, 2017) Sidelong Glances of a Pigeon Kicker: Remembering Yoshimitsu Banno. წაკითხვის თარიღი: May 9, 2017
  3. Moore, Debi. (June 19, 2017) Filming Kicks off for Godzilla: King of the Monsters in Georgia. დაარქივებულია ორიგინალიდან - January 19, 2019. წაკითხვის თარიღი: July 11, 2017.
  4. Walljasper, Matt. (June 28, 2017) What's filming in Atlanta now? Avengers: Infinity War, Godzilla, The Passage, and more. Atlanta Magazine. დაარქივებულია ორიგინალიდან - January 19, 2019. წაკითხვის თარიღი: July 12, 2017.
  5. Pedersen, Erik. (February 21, 2019) Warner Bros Dates ‘Space Jam 2’, Shifts ‘Annabelle’ Sequel & ‘Godzilla Vs. Kong’. Deadline. დაარქივებულია ორიგინალიდან - February 21, 2019. წაკითხვის თარიღი: February 21, 2019.