შინაარსზე გადასვლა

მილი ბობი ბრაუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მილი ბონი ბრაუნი
Millie Bobby Brown

ბრაუნი San Diego Comic-Con-ის ფესტივალზე 2018 წელს
დაბადების თარიღი 19 თებერვალი, 2004 (2004-02-19) (22 წლის)
მარბელია, მალაგა, ანდალუსია, ესპანეთი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა
  • მსახიობი
  • კინოპროდიუსერი
აქტიური 2013-დღემდე

მილი ბონი ბონჯოვი (ინგლ. Millie Bonnie Bongiovi; გათხოვებამდე — ბრაუნი (ინგლ. Brown); დ.19 თებერვალი, 2004),[1] ცნობილი როგორც მილი ბობი ბრაუნიინგლისელი მსახიობი და კინოპროდიუსერი. ცნობილი გახდა პერსონაჟ თერთმეტის როლის განსახიერებისთვის Netflix-ის ტელესერიალში უცნაური ამბები. 13 წლის ასაკში მიიღო პრაიმტაიმის ემის ჯილდოს ნომინაცია. 2019 წელს გადაიღეს პირველ სრულმეტრაჟიან ფილმში „გოძილა: მონსტრების მეფე“.

ბრაუნი დაიბადა მარბელიაში, მალაგაში (ესპანეთი), კელი და რობერტ ბრაუნების ოჯახში.[2] 4 წლის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ბორნმუთში, (ინგლისი), ხოლო ერთი წლის შემდეგ ორლანდოში, ფლორიდის შტატში (აშშ).[3] მისი დებიუტი კინოში შედგა 2013 წელს ABC-ის ტელესერიალში „ერთხელ საოცრებათა ქვეყანაში“.

2018 წელს მილი ბობი ბრაუნი გახდა იუნისეფის კეთილი ნების ყველაზე ახალგაზრდა ელჩი.[4].

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2013 ერთხელ საოცრებათა ქვეყანაში Once Upon a Time in Wonderlandახალგაზრდა ალისა
2014 თავდამსხმელები Intrudersმედისონ ო'დონელი
2014 NCIS: სპეციალური ძალები NCISრეიჩელ ბერნსი
2015 ამერიკული ოჯახი Modern Familyლიზი
2015 გრეის ანატომია Grey's Anatomyრუბი
2016–2025 უცნაური ამბები Stranger Thingsთერთმეტი/ჯეინი
2019გოძილა: მონსტრების მეფეGodzilla: King of the Monstersმედისონ რასელი
2020გოძილა კონგის წინააღმდეგGodzilla vs. Kong Madisonმედისონ რასელი
TBAენოლა ჰოლმზიEnola Holmesენოლა ჰოლმზი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Millie Bobby Brown (2004-). Biography.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 აგვისტო, 2018. ციტირების თარიღი: 10 აგვისტო, 2018
  2. Kit, Borys; Belloni, Matthew (4 ოქტომბერი, 2016). 'Stranger Things' Star's Father Demands Cash From Agents to Represent Her (Exclusive)“. The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 დეკემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2017. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  3. Miller, Gregory E.. (15 სექტემბერი, 2017) At 13, 'Stranger Things' star Millie Bobby Brown is an icon in the making. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 დეკემბერი, 2017. ციტირების თარიღი: 4 დეკემბერი, 2017.
  4. Millie Bobby Brown: 'I've been bullied: that inspires me'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ნოემბერი, 2018. ციტირების თარიღი: 21 ნოემბერი, 2018.