შინაარსზე გადასვლა

გორაშეთის ციხე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გორაშეთის ციხე
მდებარეობა თურქეთის დროშა თურქეთი
გორაშეთის ციხე — თურქეთი
გორაშეთის ციხე

გორაშეთის ციხე — ციხესიმაგრე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს ისტორიულ კლარჯეთში, თანამედროვე არდანუჩის რაიონის სოფელ ქუთლუს ჩრდილო-დასავლეთით, სოფლის ბაღებში ოდნავ შემაღლებულ ბორცვზე. ეს ადგილი შავშეთისა და კლარჯეთის ისტორიულ საზღვარს წარმოადგენს.

გორაშეთს ციხის შესახებ ცნობები შედარებით მწირია. ციხის ჩვენთვის ცნობილი პირველი აღწერა ეკუთვნის ოსმან აითეკინს. ციხის შემდგომი აღწერა ეკუთვნის კავკასიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფს. თუმცა მათ პუბლიკაციაში ციხის ზომები შეცდომით არის წარმოდგენილი. ლევან წიქარიშვილის აზრით, მდებარეობის და ციხის არქიტექტურის გათვალისწინებით ეს ციხე გადასახადების შეკრების პუნქტი უნდა ყოფილიყო.


ისტორიული გეოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გორაშეთი ქალაქ არტანუჯიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 30 კმ-ში მდებარეობს. შავშეთისა და კლარჯეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზა შუა საუკუნეებში გადიოდა ხანთუშეთის ქედის განაპირას და წარმოადგენდა ერთიან საფორტიფიკაციო სისტემას შემდეგი ციხეების ჩათვლით: კლარჯეთი-ბოსელთა-არტანუჯი-ბიჯე-გორაშეთი-ქვათეთრისი-სათლელი.


ტოპონიმი განსხვავებული ვერსიით გვხვდება: გორეშეთი, გოროშეთი, გორაშენი, გორაშეთი. ჩვენ ავთენტურად ვთვლით ბოლო ვერსიას, ვინაიდან ეს ქართული ენის სიტყვათწარმოების წესს სწორედ ეს უკანასკნელი ვერსია შეესაბამება. თურქულად ამ ციხეს, „პეტრიკ ისმან კალესი“ ეწოდება. თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე მასშტაბური ტოპონიმიკური ცვლილებების ხანაში, 1925 წელს, სოფლის სახელი შიცვალა და ეწოდა ვეილერ ქუთლუ.


ციხეს და სოფელს ზემოდან დაჰყურებს კორსუს მთა. სამხრეთიდან ანუ კლარჯეთის მხრიდან ციხემდე მიღწევას, ქედის გადავლით დაახლოებით 1 საათი სჭირდება. გორაშეთის ციხე დიდი ზომის უხეშად დამუშავებული ლოდებით არის ნაგები. მეგალითური ნაგებობაა. ციხის აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ გალავანი სრულად არის შემორჩენილი. სამხრეთ გალავანი სხვებისგან განსხვავებით მრუდხაზოვანია.

  • ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 2, თბ. 2020 ISBN 978-9941-9738-1-9
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გორაშეთის_ციხე“-დან