ოთხი დანაყოფიდან წითელი, რომელიც ზემოდან პირველი მდებარეობს, აღნიშნავს ცეცხლსაშიშობას, ლურჯი ფერი აღნიშნავს რამდენად სახიფათოა ჯამრთელობისთვის ესა თუ ის ნივთიერება, ყვითელი ფერი გვიჩვენებს რამდენად არასტაბილური და აქტიურია ნივთიერება, ხოლო თეთრი ფერი აღნიშნავს სხვადასხვა საფრთხეს. ფასდება სკალით რომელიც მერყეობს 0-დან 4-ის ჩათვლით.[1]
ცეცხლსაშიში (წითელი)
0
ნივთიერება რომელიც არ იწვის მაგალითად ნახშირბადის ტეტრაქლორიდი, ასევე ცემენტი, ქვიშა, ქვა და ისეთი ნივთიერებები რომლებიც არ იწვებიან ჰაერზე 820 °C-ზე 5 წუთის მანძილზე.
1
ნივთიერებები, რომლებსაც სჭირდებათ გაცხელება დაახლოებით 93,3 °C-ზე. ასეთი ნივთიერებებია, მაგალითად, ამიაკი და მინერალური ზეთები.
2
არ არის საშიში და ფეთქებადი თუ არ იწვის. ასეთი ნივთიერებებია, მაგალითად, ქაღალდი, დიზელი, გოგირდი და სხვ.
3
სითხეები და მყარი ნივთიერებები (მყარი ნაკლებად), ძირითადაღ აქროლადი ნაერთები, მაგალითად, აცეტონი და ბენზინი. აირებს დნობის ტემპერატურა 22,8 °C-მდე აქვთ, ხოლო დუღილს — 37,8 °C-ზე ზემოთ.
4
ნივთიერებები, რომლებიც არიან აქროლადები ნორმალურ ატმოსერულ წნევაზე ან მარტივად იფანტებიან ჰაერში. ასეთი ნივთიერებებია აცეტილენი, წყალბადი,პროპანი და ა. შ.
ჯამრთელობა (ლურჯი)
0
არ არის ჯამრთელობისთვის არანაირად საშიში; ასეთი ნივთიერებებია, მაგ., ქაღალდი და ხე
ჩვეულებრივ სტაბილური არ შედის რეაქციაში წყალთან; მაგ., ჰელიუმი, აზოტი.
1
ჩვეულებრივ სტაბილური. არასტაბილური ხდება წნევისა და ტემპერატურის ზრდისას; მაგ., პროპენი
2
მარტივად ხდება არასტაბილური ტემპერატურის ზრდისას ან წყალთან რეაქციისას წარმოქმნის ფეთქებად ნარევს; მაგ., თეთრი ფოსფორი, კალიუმი, ნატრიუმი
3
თვითონ ეს ნივთიერება არ არის ძლიერ ფეთქებადი, მაგრამ მარტივად წარმოქმნის ფეთქებად ნაერთებს სხვა ნივთიერებებთან შერევის შედეგად (ამონიუმის ნიტრატი, ცეზიუმი, წყალბადის პეროქსიდი)
შევიდეს რეაქციაში წყალთან წარმომნას ფეთქებადი ნარევი ან გამოყოს დიდი რაოდენობით სითბო; მაგ., ცეზიუმი, ნატრიუმი, გოგირდმჟავა.
SA
ისეთი აირები, რომლებიც არ არიან მომწამლავები მათი ინერთულობის გამო, მაგრამ აძევებენ ჟანგბადს სასუნთქი გზებიდან; მაგ., აზოტი, ჰელიუმი, ნეონი, არგონი, კრიპტონი, ქსენონი. SA სიმბოლო გამოიყენება ისეთ ადგილებში, სადაც მოიხმარენ მშრალ ყინულს (ნახშირორჟანგი)[1]