გლორია ლიუბკინი
გლორია ლიუბკინი | |
---|---|
ინგლ. Gloria Becker Lubkin | |
დაბ. თარიღი | 16 მაისი, 1933[1] |
დაბ. ადგილი | ფილადელფია[1] |
გარდ. თარიღი | 26 იანვარი, 2020[2] [1] (86 წლის) |
გარდ. ადგილი | როლი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | ფიზიკოსი[1] და რედაქტორი |
მუშაობის ადგილი | Physics Today[1] , Fairchild Stratos[1] , Electronic Computer Corporation[1] და Sarah Lawrence College[1] |
ალმა-მატერი | ბოსტონის უნივერსიტეტი |
გავლენა მოახდინეს |
გლორია ბეკერ ლიუბკინი (ინგლ. Gloria Becker Lubkin ; დ. 16 მაისი, 1933 – გ. 26 იანვარი, 2020) — ამერიკელი მეცნიერი და სამეცნიერო ჟურნალისტი, ყოველთვიური სამეცნიერო ჟურნალ Physics Today-ს რედაქტორი.[3]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1953 წელს მან დაასრულა ტემპლის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ბაკალავრის ხარისხით. 1955-1956 წლებში მუშაობდა ფეირჩაილდ სტრატოსის საავიაციო განყოფილებაში და აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ლეტერკენის საბრძოლო განყოფილებაში. 1957 წელს ფეი აიზენბერგის ხელმძღვანელობით მიიღო მაგისტრის ხარისხი ბოსტონის უნივერსიტეტში. შემდეგ კი მუშაობდა ბირთვული რეაქტორის განვითარებაზე TRG Inc.-ში. 1961-1962 წლებში მუშაობდა სარა ლოურენსის კოლეჯში. 1963-1984 წლებში იყო ჟურნალ Physics Today-ს რედაქტორი, შემდეგ გამოცემის მთავარი რედაქტორი 2003 წლამდე.
გლორია ლიუბკინმა 40 წლის განმავლობაში იმუშავა ჟურნალის რედაქტორად. ამ დროს მისი სამეცნიერო ინტერესები მოიცავდა ბირთვულ ფიზიკას და ფიზიკის ისტორიას. მან დაწერა უახლესი კვლევები სსრკ-სა და ჩინეთში და ეწვია ამ ქვეყნებს. 1968 წელს მან მოინახულა ლაბორატორიები მოსკოვში, ხოლო 1973 წელს — შვიდი ლაბორატორია ევროპაში. მისი ზოგიერთი პუბლიკაცია დაკავშირებული იყო 102, 104, 105 და 106 ელემენტების აღმოჩენასთან. 1960-იან წლებში მან დაიწყო ზეპირი ისტორიების შეგროვება ცნობილი ფიზიკოსების შესახებ. ჟურნალის ორმოცდამეათე წლისთავისთვის მან მოამზადა სპეციალური გამოშვებები, რომელიც მიეძღვნა სახაროვსა და ფეიმანს . 1970 წელს მან დააარსა ამერიკის ფიზიკურ საზოგადოების კომიტეტი ფიზიკაში ქალთა სტატუსის შესახებ. 1974 წელს მიიღო ნიუმენის სახელობის სტიპენდია, როგორც სამეცნიერო ჟურნალისტმა.[4]
ლიუბკინი იყო ექსპერტი სამეცნიერო პოლიტიკის საკითხებში და მასპინძლობდა მრგვალ მაგიდებს მეცნიერების დაფინანსებისა და სამეცნიერო-სამრეწველო ურთიერთობების შესახებ. Physics Today-ში მუშაობისას ლიუბკინი მონაწილეობდა მრავალი კომიტეტისა და კომისიის მუშაობაში. მათ შორის იყო ნიუმენის სასტიპენდიო კომიტეტი ჰარვარდის უნივერსიტეტში (1978–1982). ამერიკის ფიზიკურ საზოგადოებაში ის იყო ფიზიკისა და საზოგადოების ფორუმის კომიტეტის წევრი. მან ასევე დააარსა თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი მინესოტას უნივერსიტეტში, სადაც შემოიღეს მისი სახელობის პროფესორის წოდება.
ლიუბკინი იყო ამერიკული ფიზიკური საზოგადოების, მეცნიერების განვითარების ამერიკული ასოციაციის, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიისა და სამეცნიერო მწერლების ეროვნული ასოციაციის წევრი.
გლორიას ქმარი, იელის დოქტორი ჯეი ლიუბკინი, 1954-1956 წლებში მსახურობდა ლეტერკენის საბრძოლო განყოფილებაში მეორე ლეიტენანტად. მოგვიანებით ის სამხედრო დაზვერვის რეზერვის პოლკოვნიკად დააწინაურეს. თანამდებობაზე ყოფნის დროს ლიუბკინი ორჯერ გაათავისუფლეს, მათ შორის ერთხელ, Physics Today-ში მუშაობის დროს, ფეხმძიმობის გამო. Physics Today-მ მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ ისევ დაიქირავა სამსახურში. [5]
გარდაიცვალა 2020 წლიე 26 იანვარს 86 წელის ასაკში. დარჩა ორი შვილი, შერონი და დევიდი და სამი შვილიშვილი.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 https://physicstoday.scitation.org/do/10.1063/PT.6.4.20200211a/full/
- ↑ Gloria Becker LUBKIN
- ↑ "Katharine Gebbie and Gloria Lubkin Join the Department of Physics - UMD Physics". umdphysics.umd.edu. Retrieved 2020-02-22.
- ↑ Oak Ridge National Laboratory. Review. Oak Ridge National Laboratory. — 1977. — P. 32. — 41 p.
- ↑ "Adventures of a Physics Reporter - Gloria Lubkin". PSW Science. Retrieved 2020-02-22.