გიორგი არადელი-იშხნელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გიორგი არადელი-იშხნელი
დაბ. თარიღი გიორგი არადელი-იშხნელი
20 ივნისი [ძვ. სტ. 8 ივნისი]1882
არადეთი, ქარელის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 1 ნოემბერი, 1920
გორი
საქმიანობა მსახიობი

გიორგი ნიკოლოზის ძე არადელი-იშხნელი (დ. 20 ივნისი [ ძვ. სტ. 8 ივნისი], 1882 სოფ. არადეთი, ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტი ― გ. 1 ნოემბერი, 1920, გორი) — ქართველი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო განათლება მიიღო თბილისის II გიმნაზიაში, 1903–1908 წლებში სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფალულტეტზე. პარალელურად დაამთავრა (1906) რეჟისორ ა. დოლინოვის დრამატული კურსები და მონაწილეობდა ოდესის რუსული დრამატული დასის წარმოდგენებში.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1908 წელს პირველად გამოვიდა თბილისის ქართული თეატრის სცენაზე დ. ერისთავის „სამშობლოში“ და ჩაირიცხა თბილისის დრამატულ დასში, სადაც სიკვდილამდე მოღვაწეობდა. არადელი-იშხნელის მიერ განსახიერებული როლები გამოურჩეოდა ცხოვრებისეული სიმართლითა და მხატვრული სიმართლითა და მხატვრული დამაჯერებლობით - გელა (წერეთლის „პატარა კახი“), არსენა (ყაზბეგის „არსენა“), გიგო და შაქრო (გედევანიშვილის „მსხვერლი“ და „გამცემი“), გლახა ჭრიაშვილი (ჭავჭავაძის „გლახა ჭრიაშვილი“), მოურავი (ცაგარლის „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ“), დე სანტოსი (გუცკოვის „ურიელ აკოსტა“), ტირესია და კრეონტი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე“ და „ანტიგონე“), ფლაქსმანი (ერნსტის „პედაგოგები“) და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]