გინასი
გინასი | |
---|---|
ინგლ. Lake Guinas | |
კოორდინატები: 19°13′59″ ს. გ. 17°21′10″ ა. გ. / 19.23306° ს. გ. 17.35278° ა. გ. | |
მდებარეობა | ნამიბია |
საშუალო სიღრმე | 105 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 130 მ |
გინასი (ინგლ. Lake Guinas) — ნამიბიაში არსებული ორი მუდმივი ბუნებრივი ტბიდან იგი ყველაზე დიდია. იგი კარსტული ტბაა, რომელიც შეიქმნა ჩამოშლილი კარსტული გამოქვაბულების ადგილზე. მისი ფართობი შეადგენს 0,66 ჰა-ს, ხოლო წყლის მოცულობა 693 000 მ³-ია.[1] ის მდებარეობს ქალაქ ცუმებიდან 32 კმ-ით ჩრდილოეთით, D3043 ავტოგზის სიახლოვეს.
გინასის ტბაზე ბინადრობს რინოდერმის ოჯახის თევზი ოტჯიკოტოს ტილაპია, რომელიც ენდემურია ამ ტბაში. მოგვიანებით იგი გაამრავლეს გინასის ტბის მსგავს ოტჯიკოტოს ტბაში, ასევე ზოგიერთ მის სიახლოვეს მდებარე გუბეებში.[2] მტკიცებები, რომ გინასის ტბა ნამდვილად დაკავშირებულია ოტჯიკოტოს ტბასთან მიწისქვეშა მღვიმეებით საკმაოდ ხშირია, მაგრამ ეს ფაქტი ჯერ დადასტურებული არ არის.[1]
ტბა მდებარეობს კერძო ფერმის ტერიტორიაზე, მაგრამ მფლობელის თანხმობის შემდეგ მისი მონახულება შესაძლებელია.