გივი სარჩიმელიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გივი სარჩიმელიძე
დაბადების თარიღი 26 ოქტომბერი, 1929
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 18 აგვისტო, 2017 (87 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს თეატრალური ინსტიტუტი
საქმიანობა რეჟისორი, მსახიობი
ჯილდოები ღირსების ორდენი (2001)

გივი შოთას ძე სარჩიმელიძე (დ. 26 ოქტომბერი, 1929, ქ. თბილისი — გ. 18 აგვისტო, 2017, იქვე) — ქართველი რეჟისორი და პროფესორი. ღირსების ორდენის კავალერი (2001). მის საქმიანობას უკავშირდება ქართული თოჯინური ხელოვნების განვითარება.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გივი სარჩიმელიძე დაიბადა ქ. თბილისში, მსახიობის ოჯახში. მამა შოთა სარჩიმელიძე რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის დამსახურებული არტისტი იყო, დედა - ბალერინა.

1948 წელს დაამთავრა სკოლა და იმავე წელს შევიდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში დრამის რეჟისურის ფაკულტეტზე.

1953 წელს დაამთავრა ზემოხსენებული ინსტიტუტი და დატოვებულ იქნა ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის და რეჟისურის კათედრაზე ლაბორანტად.

1955 წლიდან 1959 წლამდე ამავე კათედრაზე მუშაობდა ასისტენტად ინსტიტუტის წამყვან პროფესორებთან. ხოლო 1959 წლიდან დაინიშნა უფროს პედაგოგად და მიიღო დამოუკიდებელი კურსი. 1972 წელს გახდა ინსტიტუტის დოცენტი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გივი სარჩიმელიძე სტუდენტობიდან მოყოლებული დაინტერესებული იყო თოჯინური ხელოვნებით. სამოციან წლებში ორი სპექტაკლი განახორციელა თოჯინების თეატრში.

1969 წელს კი ქ. თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში დამდგმელ რეჟისორად დაიწყო მუშაობა. 1970 წელს ამ თეატრის მთავარი რეჟისორი გახდა. 1999 წელს, იმდროინდელი საქართველოს კულტურის სამინისტროს ბრძანების თანახმად მთავარი რეჟისორის თანამდებობის ნაცვლად შემოღებულ იქნა სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა. 1999 წლის 17 მარტიდან ამ პოზიციაზე დაინიშნა გივი სარჩიმელიძე.

1972 წელს გივი სარჩიმელიძის ინიციატივით და ხელმძღვანელობით პირველად გაიხსნა თოჯინების თეატრის ფაკულტეტი თეატრალურ ინსტიტუტში.

1999 წელს ქალაქ ბათუმში გაიხსნა ხელოვნების ინსტიტუტი, სადაც ხელმძღვანელობდა თოჯინების თეატრებისთვის სამსახიობო და სარეჟისორო კომპლექსურ ჯგუფს.

გივი სარჩიმელიძე იყო საერთაშორისო უნიმას წევრი და საერთაშორისო უნიმას წარმომადგენელი საქართველოში.

1998 წელს ქალაქ კემბრიჯის ბიოგრაფიულ ცენტრის მიერ დასახელებულ იქნა მსოფლიო გამოჩენილ პიროვნებად.

თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეატრსა და უნივერსიტეტში დადგმული აქვს 80-მდე სპექტაკლი. მათ შორის:

თბილისის უნივერსიტეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მ. დადიანი „თეთნულდი“. მ. გორკი „მოხუცი“ (თანადამდგმელი), მ. ბლაუჟეკი „უხვი საღამო“, შ. დადიანი „გუშინდელნი“, ლ. კრუჩკოვსი „თავისუფლების პირველი დღე“, პ. კაკაბაძე „ყვარყვარე თუთაბერი“, გ. პანიოლი, პ. ნილუა „დიდები გამყიდველნი“, ფლეტჩერი „ქურდბაცაცა“, მ. გორკი „ვასა ჟელეზნოვა“, გ. ლორკა „ბერნარდა ალბას სახლი“, ა. წერეთელი „ბუტიაობა“, გ. ნახუცრიშვილი, ბ. გამრეკელი „ნაცარქექია“, ვ. სოლოგუბი, ნ. შეშაბერიძე „ორი მილიონი“, გ. მდივანი „კონსული მოიპარეს“, ა. სალაკრუ „რისხვის ღამეები“, ს. პროკოფიევა „გუგულიანი საათი“, მ. აბრამიშვილი „ეთერიანი“, ნ. ელაშვილი „ფიფქია და შვიდი ჯუჯა“ და სხვა.

ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტუან სენტ ეგზიუპერი „პატარა უფლისწული“, „ზევით ყვავილებთან მინდა“, შვარცი „დრაკონი“

თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ი. ლადა, შ. სალუქვაძე „გაპარტახებული სახელმწიფო ანუ ყველაფერი თავდაყირა“, ა. გენზელი „მელაკუდა“, ვ. გუბარევი, ნ. გურაბანიძე „ჯადოსნური თავშალი“, ა. შალუტაშვილი, ლ. ცაგარეიშვილი „ნამცეცა“, ალექსანდროვი „ტონჩო-გულიანი ბიჭი“, ნ. არეშიძე „სიკეთის ძალა“, ა. პოპესკუ „მზის სხივი“ – (საკავშირო პრემია), ა. პოპესკუ „ცისფერი ზღარბი“, მ. აბრამიშვილი „ვარსკვლავი“, მ. აბრამიშვილი „განთავისუფლებული ზღაპრები“, ე. ერქომაიშვილი „ცისფერი ირემი“, მ. აბრამიშვილი „ბარბალუკა, ნიშხა ნიშხა“ (საკავშირო პრემია), ა. გუდიალისი „სად წავიდნენ გოლიათები“, მ. სუპონინი „ბუტია“, გ. პეტრიაშვილი „თეთრსულელა“, ვ. იაქაშვილი „იადონას თავგადასავალი“, ი. ტარბაი „როგორ გაუგრძელდა ჟირაფს კისერი“ (საკავშირო პრემია), გ. ჭიჭინაძე „იისფერა“, გ. ჭიჭინაძე „ჯაგრიას თავგადასავალი“, ე. ჩაპოვეცკი „ძია კლოუნი და თაგუნა მიციკი“, გ. კრჩულოვა, ე. ლოპეისკაია „პატარა წერო და საფრთხობელა“, მ. ხეთაგური „ხეტიალა“(ფესტივალი - პრემია), თ. ბართაია „ნატვრის ხე“, ჯ. ნიქაბაძე „ცანგალა“, ძმები გრიმები „წითელქუდა“ , თ. სოლოღაშვილი „ბურატინო“ და სხვა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გივი სარჩიმელიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული შემდეგ ფილმებში:

                     **„ატლანტი“ - ატლანტი

                     **„მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში“ (1981) - მამა

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1977 — უნგრეთის თეატრალური ფესტივალი, ლაურეატი (სპექტაკლისათვის „ცისფერი ზღარბი“)
  • 1979 — რუმინული დრამატურგიის ფესტივალის პირველი ხარისხის დიპლომი (სპექტაკლისათვის „მზის სხივი“)
  • 1979 — თოჯინების თეატრების აზიის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი (სპექტაკლისათვის „ხეტიალა“)
  • 1980 — პოლონეთის საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი
  • 1982 — საკავშირო პრემია (სპექტაკლისათვის „ბარბალუკა, ნიშხა, ნიშხა“)
  • 1983 — საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე
  • 2001ღირსების ორდენი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]