თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თოჯინების თეატრის ლოგო
დ. აღმაშენებლის გამზ. 136

გიორგი მიქელაძის სახელობის თბილისის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი (თბილისის თოჯინების ქართული თეატრი) — თოჯინების პირველი პროფესიული სახელმწიფო თეატრი საქართველოში, დაარსდა 1934 წელს თბილისში გ. მიქელაძის თაოსნობით, რომელიც იყო პირველი ხელმძღვანელიც. თეატრის ჩამოყალიბებაში აქტიურად მონაწილეობდნენ ი. სარაული, ქ. ჯუღელი, ნ. მახარაძე, დასის პირველი წევრები იყვნენ მსახიობები: ე. სიბილა, გ. ლომაია, ე. ბარბაქაძე, ვ. ნიკოლაიშვილი. 1934 წლის 26 მაისს თეატრმა პირველი წარმოდგენა გამართა — ს. ფედორჩენკოს „ჭუჭრუტანაში გავძვრები, ჩემსას კი მაინც გავხდები“ (დადგმა მ. სარაულის).

1936 წელს თოჯინების სახელმწიფო თეატრს შეუერთდა გ. კოსტავას ხელმძღვანელობით მოქმედი ჩრდილების თეატრი და ეწოდა თბილისის თოჯინებისა და ლანდების სახელმწიფო ქართული თეატრი. აქ იდგმებოდა და იდგმება ზღაპრები, ფეერიები, სათავგადასავლო პიესები, თანამედროვე და კლასიკურ ნაწარმოებთა ინსცენირებები. რეპერტუარი ძირითადად განკუთვნილია ბავშვებისათვის.

სსრკ-გერმანიის ომის წლებში (1942–1945) თეატრში იდგმებოდა ომის თემაზე შექმნილი სპექტაკლები: კ. გოგიაშვილის „რუხი მგელი“, ს. სერპინსკის „როგორ მისყიდა ჰიტლერმა სული ეშმაკს“ და სხვა. 1940-50 წლებში იდგმებოდა აგრეთვე სპექტაკლები მოზრდილთათვის. უკვე ამ პერიოდში თეატრი წარმატებით ფლობდა თოჯინის მართვის ყველა სისტემასა და ყველა სცენურ ფორმას. თეატრი სისტემატურად წარმატებით მონაწილეობდა თოჯინების თეატრების საქართველოს, ამიერკავკასიის და საერთაშორისო ფესტივალებსა და სიმპოზიუმებში.

1960 წლიდან თოჯინების სახელმწიფო თეატრი უნიმას კოლექტიური წევრია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]