გივი გაბლიანი
გივი ეგნატეს ძე გაბლიანი (დ. 19 დეკემბერი, 1915, მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი, — გ. 27 აპრილი, 2001, ნორზ-ადამსი, მასაჩუსეტსი, აშშ) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, ექიმი, მემუარისტი.
დაიბადა სვანი საზოგადო მოღვაწის ეგნატე გაბლიანის ოჯახში. სწავლობდა მედიცინას თბილისში, შემდეგ მიუნხენში. მეორე მსოფლიო ომის იბრძოდა ვერმახტის ქართულ ლეგიონში. მიიღო გერმანიის არმიის ობერლეიტენანტის წოდება და 1943 წ. დაინიშნა აბვერის ქართული ბატალიონის „ტამარა-II“-ის მეთაურად. მისი მეცადინეობით სიცოცხლე შეუნარჩუნდა არაერთ საბჭოთა ქართველ ჯარისკაცს, რომლებიც შემდეგ ვერმახტის ქართულ ქვედანაყოფებში წევრიანდებოდნენ. ომის შემდეგ გადასახლდა ამერიკის შეერთებული შტატებში, დასახლდა ნიუ-ჯერსიში, სადაც 1987 წლამდე ექიმად მუშაობდა. გაბლიანის ვრცელი მოგონებები მეორე მსოფლიო ომზე ქართულად ითარგმნა და გამოიცა 1998 წელს.
გაბლიანს ცოლად ჰყავდა (1945 წლიდან) ქართველი ემიგრანტის, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის გრიგოლ ალშიბაიას ქალიშვილი რუსუდანი (1919—2006). მათი შვილები: გრიგოლი, ვერა და ეთერი აშშ-ში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გაბლიანი, გივი. ჩემი მოგონებანი: (მეორე მსოფლიო ომი) / [მთარგმნ.: ლალი კერესელიძე; რედ.: როსტომ ჩხეიძე; გამომც.: მიხეილ რეხვიაშვილი; მხატვ.: ირაკლი ფაჩულია]; ალ. ორბელიანის საზ-ბა - თბ.; ქუთაისი: ს/ს "სტამბის" საგამომც. ცენტრი, 1998