გრიგოლ ალშიბაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

გრიგოლ ალშიბაია (დ. 1881 — გ. 1957) — ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, პოლიტიკური მოღვაწე, ექიმი, დიპლომატი, ეროვნულ-დემოკრატული პარტიის წევრი, 1920-1921 წლებში იყო საბჭოთა აზერბაიჯანში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი, 1921 წლიდან გრიგოლ ალშიბაია პოლიტიკური ემიგრნტია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრიგოლ ალშიბაია წერილებს ბეჭდავდა ემიგრაციულ გაზეთში „დამოუკიდებელი საქართველო“ (გადმოდიოდა პარიზში 1926 წლის ინვრიდან - 1939 წლის ივლისამდე: ვარშავში კავკასიურ ოფისს ხელმძღვანელობდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის ჯარის მიერ ვარშავის დაკავების შემდეგ აქ დაარსებული კავკასიის კომიტეტის ხელმძღვანელი გახდა. 1943 წლის შემოდგომაზე მის ნაცვლად სამხედრო და ტყვეთა საკითხების მოსაგვარებლად საკაშირო შტაბი დაარსდა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც გრიგოლ ალშიბაია იყო. შტაბის ორგანიზებით, 1944 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღსანიშნავად დღესასწაული ჩატარდა. ზეიმი ქართველი კოლონიის თავმჯდომარემ - ტიტე მარგველაშვილმა გახსნა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გრიგოლ ალშიბაია ოჯახით საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სარალიძე ლელა, „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921), ენციკლოპედია-ლექსიკონი“, უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 20, თბ., 2018 წელი.
  • სცსა, ფ 1864, აღწ 2, საქ 262, ჟურ. „ბედი ქართლისა“ პარ. 1957, № 24-25;
  • რ. დაუშვილი 8 ეპიზოდი ქართულ-გერმანული ურთიერთობების ისტორიიდან, თბ. 2014 ;
  • ნიკოლოზ მათიკაშვილი იუნკრები და სხვები, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, შემადგენელ-რედაქტორი ლალი ცომაია. თბ., 2016
  • რ. დაუშვილი, ქართული ემიგრაცია ამერიკაში, თბ., 2014