დავით გივიშვილი
იერსახე
(გადამისამართდა გვერდიდან გივიშვილი, დავით)
დავით გივიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 ნოემბერი, 1850 |
დაბადების ადგილი | თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 1 ივნისი, 1916 (65 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | პოეტი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
დავით გივიშვილი (დ. 3 ნოემბერი, 1850, თბილისი, — გ. 1 ივნისი, 1916, იქვე) — ქართველი პოეტი, ძველი თბილისის ქალაქური პოეზიის წარმომადგენელი.
XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს სისტემატურად ბეჭდავდა ლექსებს გაზეთ „დროებაში“. გამოცემული აქვს 37 საშუალო და და მცირე ზომის კრებული. მისი შემოქმედებისათვის ნიშანდობლივია ჰედონისტურ-ბოჰემური განწყობილება, ძმობა-ვაჟკაცობის კულტის აპოლოგია, სატრფიალო და სოციალური თემატიკა. მის ბევრ ლექსზე სიმღერები შეიქმნა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შაყულაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 616-617.