შინაარსზე გადასვლა

გიგი ადამაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ადამაშვილი.
გიგი ადამაშვილი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 23 სექტემბერი, 1998 (1998-09-23) (26 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი საქართველო
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა
ინსტრუმენტ(ებ)ი
  • ვოკალი
  • გიტარა
აქტიური 2012—დღემდე
საიტი gigiadamashvili.com

გიგი ადამაშვილი (დ. 23 სექტემბერი, 1998, თბილისი) — ქართველი მუსიკოსი და მომღერალი, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მიწვეული მსახიობი, ინდის, აკუსტიკურ მუსიკისა და ჯაზის მუსიკალური მიმდინარეობების შემსრულებელი.

გიგი ადამაშვილი, რადიო ნრჯ, 2017

გიგი ადამაშვილი დაიბადა თბილისში, 1998 წლის 23 სექტემბერს. მუსიკით პირველად დაინტერესედა 11 წლის ასაკში, როდესაც დედამ გიტარაზე დაკვრა ასწავლა.[1] დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ჯაზის ხელოვნების სპეციალობით.[2]

12 წლის ასაკში დაიწყო სიმღერა და მონაწილეობა მიიღო თინეიჯერულ კონკურსში „New Star 2012“, სადაც პირველი ადგილი დაიკავა.

2015 წელს, 16 წლის ასაკში, გიგი ადამაშვილმა მონაწილეობა მიიღო უკრაინის „X ფაქტორში“, სადაც ბობ დილანის სიმღერა „Make You Feel My Love“ შეასრულა,[3] მის გამოსვლას საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.[1]

2016 წელს, გიგიმ მონაწილეობა მიიღო საქართველოს „X ფაქტორში“, სადაც შეასრულა კრის აიზეკის სიმღერა „Wicked Game“. საბოლოოდ მან კონკურსში მეორე ადგილი დაიკავა.[4]

2016 წლის ოქტომბერიდან 2017 წლის ივნისამდე ჩაატარა ტურნე საქართველოს მასშტაბით და 20 ზე მეტ ქალაქში გამართა სოლო კონცერტები. 2018 წელს წარდგენილი იყო, მუსიკალური დაჯილდოვების ცერემონიაზე „ოქროს ტალღა 2018“, სადაც მან გამოკითხვაში 103, 078 ხმით, ნომინაციაში „ინტერნეტ რჩეული“ გაიმარჯვა.[5] 2019 წლის აპრილში გამოუშვა პირველი სინგლი „Yellow Kites“,[6]

გიგი ადამაშვილმა პირველი სინგლი „Yellow Kites“ გამოუშვა 2019 წლის აპრილში. 2019 წლის მაისში გამოუშვა მუსიკალური ვიდეო რგოლი, სიმღერით „BABI“, რომელიც მუსიკოს თამარ ბაბილუას მიუძღვნა.[7] სიმღერა ფრანგულ მუსიკალურ პლატფორმა „ClapCharts“-ის ახალი სიმღერების ჩარტებში მოხვდა და პირველი ადგილი დაიკავა.

2023 წლიდან მონაწილეობს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის სპექტაკლ „მე გადმოვცურავ ზღვა“-ში. თამაშობს მთავარ პერსონაჟს - „ბუის“.[8]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 როგორ აატირა უკრაინულ „X ფაქტორზე“ 16 წლის გიგი ადამაშვილმა ნინო ქათამაძე და რატომ აქვს მას ბავშვობიდან „გატრანსული“. Tbiliselebi.ge (14 სექტემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2019.
  2. გიგი ადამაშვილი - რადიობიბლიოთეკა. youtube.com (11 აპრილი, 2024). ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2024.
  3. ქართველმა მომღერალმა უკრაინული X Factor-ის ჟიური და დარბაზი ტრანსში ჩააგდო. palitravideo.ge (30 სექტემბერი, 2015). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2019.
  4. დაუმსახურებლად წავაგე” – გიგი ადამაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. Musicbox.ge (6 ივლისი, 2016). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2019.
  5. ვინ გახდა „წლის სიმღერის“ ტიტულის მფლობელი – „ოქროს ტალღის“ გამარჯვებულების სრული სია. Newposts.ge (14 ნოემბერი, 2018). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2019.
  6. Yellow Kites — Single. ITunes. ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2019.
  7. „სიმღერას „BABI“ ერქმევა – გიგი ადამაშვილი ახალ კლიპზე და სინგლზე მუშაობს. Stv.ge (22 აპრილი, 2019). ციტირების თარიღი: 9 მაისი, 2019.[მკვდარი ბმული]
  8. გიგი ადამაშვილი kulisebi.ge. kulisebi.ge (2 თებერვალი, 2024). ციტირების თარიღი: 29 მაისი, 2024.