შინაარსზე გადასვლა

გია აბესაძის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გია აბესაძის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
ისტორიული რაიონი კრწანისის რაიონი
წინა სახელები ფრანგების ქუჩა, კათოლიკეების ქუჩა, არუთიუნ საიათნოვას ქუჩა, პიველი მაისის ქუჩა

გია აბესაძის ქუჩა — ქუჩა კრწანისის რაიონში (ქვემო უბანი), კოტე (კონსტანტინე) აფხაზის ქუჩიდან აბო თბილელის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის დასაწყისში. ამ ქუჩაზე იდგა კათოლიკეთა ეკლესია, ამავე უბანში ჰქონდა სახლი ამ ეკლესიის მოძღვარ ფილიპეს, რის გამოც ქუჩას ჯერ ფრანგების (ქართველები კათოლიკეებს ფრანგებს უწოდებდნენ), შემდეგ კათოლიკეების ქუჩა ერქვა (ამ სახელითაა შეტანილი 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში).

XX საუკუნის 20-იან წლებში — არუთიუნ საიათნოვას, შემდეგ პირველი მაისის ქუჩა დაერქვა, 1991 კი გია აბესაძის სახელი ეწოდა. ქუჩაზე არის წმინდა მარიამ ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკური ტაძარი (1804), სამეფო უბნის თეატრი, XIX საუკუნის II ნახევრის საცხოვრებელი სახლები. აქვს 2 ჩიხი (I ჩიხი — არუთიუნ საიათნოვას შესახვევი, II ჩიხი — ი. ივანიძის ჩიხი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]