აბო თბილელის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
აბო თბილელის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი კრწანისის რაიონი
წინა სახელები დიდი მრუდე ქუჩა, ბორის შელკოვნიკოვის, მარსელ კაშენის

აბო თბილელის ქუჩა — ქუჩა თბილისში, კრწანისის რაიონში (ქვემო უბანი); გია აბესაძის ქუჩიდან პურის მოედნამდე. აღნიშნულია ალექსანდრე პიშჩევიჩის მიერ შედგენილ თბილისის 1785 წლის გეგმაზე. 1841 წელს შედგენილ თბილისის ქუჩების სიაში შეტანილია როგორც დიდი მრუდე ქუჩა (მოიცავდა ჰოვანეს თუმანიანის ქუჩასაც). 1900 წელს ქუჩის ნაწილს, აბასაბადის მოედნიდან (ახლანდელი ლადო გუდიაშვილის მოედანი) პურის მოედნამდე, ბორის შელკოვნიკოვის სახელი დაერქვა, 1922 — მარსელ კაშენის, 1990 — აბო თბილელის. ქუჩაზე შემონახულია XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]