გვიძინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გვიძინი
Stock Dove (Columba oenas), Craigleith, Edinburgh - geograph.org.uk - 1229775.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  მტრედისნაირნი
ოჯახი:  მტრედისებრნი
გვარი:  მტრედი
სახეობა:  გვიძინი
ლათინური სახელი
Columba oenas (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22690088

გვიძინი[1] (ლათ. Columba oenas) — ფრინველი მტრედისებრთა ოჯახისა. შინაურ მტრედზე ოდნავ მცირე ზომისაა (მასა დაახლოებით 250 შეადგენს). შეფერილობა — მორუხო-ვეჟანი, ყელსა და ჩიჩახვზე ლითონისფერი ბზინვარება დაკრავს; ნისკარტი მოწითალოა, მისი წვერი კი ყვითელი. გავრცელებულია ევროპაში (მათ შორის საქართველოშიც[1]), ჩრდილო-დასავლეთ აფრიკასა და აზიაში. ჩრდილოეთში გადამფრენი ფრინველია, სამხრეთში — მკვიდრი. ბინადრობს ფოთლოვან ტყეებსა და ბაღებში. ბუდობს ფუღუროებში, ფლატეებზე მდებარე სოროებში, იშვიათად ხის ტოტებზე. ბუდობს წელიწადში ორჯერ; დებს 2 თეთრ კვერცხს; ინკუბაცია 16–18 დღე-ღამე გრძელდება; ბარტყები ბუდეში ერთ თვემდე რჩებიან. იკვებება მარცვლებით. ნადირობის ობიექტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 187, თბ., 1984 წელი.