ირაგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან Anthemis)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ირაგა (თეთრი წყაროს რაიონი).
ირაგა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Anthemis

ირაგა (ლათ. Anthemis) — მცენარეთა გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ან ერთწლოვანი ბალახები, ზოგჯერ ბუჩქბალახებია.

150-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ევრაზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში, კავკასიაში 50-მდე სახეობა იზრდება, საქართველოში — 19, აქედან 3 საქართველოს ენდემია, 2 — კავკასიისა.

სახეობათა უმრავლესობა გავრცელებულია სუბალპური და ალპური სარტყლის კლდეებსა და ნაზვავებზე, ნაწილი — ნახევრად უდაბნოებში, უდაბნოებში, ველებზე, ტყისპირებზე, რუდერალურ ადგილებზე. ზოგი სახეობა ნათესების სარეველაა, ზოგი დეკორატიულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]