შინაარსზე გადასვლა

გეტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუკაზე აღნიშნულია ის ტერიტორია, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება გეტებთან

გეტები (ლათ. Getae) — ჩრდილო-აღმოსავლური თრაკიული ტომი. ენათესავებიან დაკებს. გეტების შესახებ ცნობები დაცულია ჰეროდოტეს, სტრაბონის, პტოლემეს, ოვიდიუსის და სხვა ანტიკური ავტორების თხზულებებში. ძვ. წ. I საუკუნისათვის გეტები დასახლდნენ დუნაის ქვემო წელის ორივე ნაპირზე, მდინარე ოსიმიდან აღმოსავლეთით შავ ზღვამდე. ძირითადად დაკავებულები იყვნენ მიწათმოქმედებითა და მესაქონლეობით. ძვ. წ. I საუკუნის 60-იან წლებში გეტები გაერთიანდნენ დაკებთან და ჩამოაყალიბეს მძლავრი სამხედრო-ტომობრივი კავშირი სათავეში დაკების ბელად ბერებისტათი. ძვ. წ. 29–27 წლებში მარკუს კრასუსმა გეტები რომს დაუქვემდებარა, თუმცა მათ გააგრძელეს შეუპოვარი განმათავისუფლებელი ბრძოლა და მხოლოდ ახ. წ. 106 წელს იმპერატორმა ტრაიანემ შეძლო გეტების საბოლოოდ დამორჩილება, მათი ტერიტორია ახლად ჩამოყალიბებული პროვინციის — დაკიის შემადგენლობაში შევიდა.