ანრი მატისი
ანრი მატისი (Henri Matisse; 31 დეკემბერი, 1869 – 3 ნოემბერი, 1954) — ფრანგი მხატვარი და მოქანდაკე, ფოვიზმის მიმდინარეობის ლიდერი. განთქმულია მისეული ფერისა და ფორმის მეშვეობით ემოციის ასახვის ტექნიკით.
დაიბადა ლე-კატოში, საფრანგეთის ჩრდილოეთში. 1892 წელს პარიზში ჩამოვიდა, სადაც ბუგროს სახელოსნოში, ჟიულიენის აკადემიასა და ნატიფი ხელოვნების სკოლაში (ეკოლ დე ბოზ-არტ) სწავლობდა. 1895–1898 წლებში გუსტავ მოროს სახელოსნოში მუშაობდა.
ინტენსიური ფერების, გამარტივებული ნახატისა და ბრტყელი გამოსახულების მეშვეობით გრძნობების უშუალო გადმოცემის ძიება აისახა მის ნამუშევრებში, რომელიც მან „გარეულთა“ (ფოვისტების) გამოფენაზე გამოიტანა შემოდგომის სალონში. ამასთან მატისზე დიდი გავლენა მოუხდენია მიუნხენში გამოფენილი ისლამური ხელოვნების ნიმუშების დათვალიერებას. ორი ზამთარი, გატარებული მაროკოზე (1912–1913) მის შემოქმედებას აღმოსავლური მოტივებით ამდიდრებს, ხოლო დიდი ხნით ლაჟვარდოვან ნაპირზე ცხოვრებამ კი მის ტილოებს კაშკაშა პალიტრა შეჰმატა. მისი ტილოები, რომელზეც გამოსახულია ქალის ფიგურები, ნატურმორტები და პეიზაჟები, თემატური მრავალფეროვნებით შეიძლება არ გამოირჩეოდეს, თუმცა ისინი ბუნებრივი ფორმებისა და მათი თამამი გამარტივების ხანგრძლივი შესწავლის შედეგია. მან მიიღო ტრადიციული სამხატრო განათლება. მის სურათებს ხშირად „ბავშვურს“ უწოდებდნენ, რადგან ფორმებს მოცულობითის ნაცვლად სიბრტყობრივად გამოსახავდა, ძირითად აქცენტს კი კაშკაშა ფერების გამომსახველობაზე აკეთებდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ფოცხვერაშვილი, დიანა (2013). ანრი მატისი : შემოქმედებ. თბ.: ნეკერი.
- Alfred H. Barr, Jr., Matisse: His Art and His Public New York: The Museum of Modern Art, 1951. ISBN 0-87070-469-9; ISBN 978-0-87070-469-7.
- F. Celdran, R.R. Vidal y Plana. Triangle : Henri Matisse – Georgette Agutte – Marcel Sembat Paris, Yvelinedition, 2007. ISBN 978-2-84668-131-5.
- Raymond Escholier. Matisse. A Portrait of the Artist and the Man. London, Faber & Faber, 1960.
- Lawrence Gowing. Matisse. New York, Oxford University Press, 1979. ISBN 0-19-520157-4.