შინაარსზე გადასვლა

გერტრუდა კატონ ტომპსონი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გერტრუდა კატონ ტომპსონი
დაბ. თარიღი 1 თებერვალი, 1888(1888-02-01)[1] [2]
დაბ. ადგილი ლონდონი
გარდ. თარიღი 18 აპრილი, 1985(1985-04-18)[1] [2] (97 წლის)
გარდ. ადგილი Broadway
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
საქმიანობა არქეოლოგი, პრეისტორიკოსი და ეგვიპტოლოგი
მუშაობის ადგილი ნიუნჰემის კოლეჯი[3]
ალმა-მატერი ნიუნჰემის კოლეჯი
ჯილდოები Rivers Memorial Medal, ანტიკვარების სამეფო საზოგადოების წევრი[4] და Fellow of the Royal Anthropological Institute of Great Britain and Ireland[4]

გერტრუდ კატონ ტომპსონი (ბრიტანული აკადემიის წევრი; დ. 1 თებერვალი, 1888 ― გ. 18 აპრილი, 1985) ― ინგლისელი არქეოლოგი. არქეოლოგიური ძიებების დიდი ნაწილი ეგვიპტეში ჩაატარა. ასევე მუშაობდა ზიმბაბვეში, მალტასა და სამხრეთ არაბეთში ჩატარებულ ექსპედიციებში. არქეოლოგიაში მის მიერ შატნილი წვლილიდან აღსანიშნავია არქეოლოგიურ საიტებზე გათხრების ჩასატარებელი და ეგვიპტესა და ზიმბაბვეში პალეოლითურიდან პრედინასტიურ ცივილიზაციებამდე ინფორმაციის მოსაძიებელი ტექნიკების შემუშვება. კატონ ტომპსონს რამდენიმე ოფიციალური თანამდებობა ეკავა სხვადასხვა ორგანიაციაში, მათ შორის პრეისტორიულ საზოგადოებასა და სამეფო ანთროპოლოგიურ ინსტიტუში.

გერტრუდ კატონ ტომპსონი უილიამ კატონ ტომპსონისა და ეთელ პეიჯის ოჯახში, 1888 წელს, ლონდონში, ინგლისში დაიბადა. ესწრებოდა კერძო სკოლებს პარიზსა და ისტბორნში, მათ შორის ლინკსის სკოლას, რომელსაც მის ჰოუთრი ხელმძღვანელობდა.[5][6] არქეოლოგიით 1911 წელს დედამისთან ერთად ეგვიპტეში მოგზაურობისას დაინტერესდა, რასაც ბრიტანეთის მუზეუმში სარა პატერსონის ლექციათა სერიები მოჰყვა ძველი საბერძნეთის შესახებ.[7] 1912 წელს მიღებულმა მემკვიდრეობამ მის ფინანსურ დამოუკიდებლობას და შემდეგ გათხრების დაფინანსებას შეუწყო ხელი.[8] პირველი საველე გამოცდილება 1915 წელს მიიღო, როდესაც საფრანგეთში გათხრების დროს კოლბების მწმენდავად მუშაობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის გადაზიდვების სამინისტროში მუშაობდა, რომლის ფარგლებშიც 1919 წლის პარიზის სამშვიდობო კონფერენციაშიც მონაწილეობდა. 1921 წელს კატონ ტომპსონმა ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯში დაიწყო სწავლა, სადაც მას მარგარეტ მურეი, ფლინდერს პეტრი და დოროთეა ბეითი ასწავლიდნენ. ამავე წელს, ზამთარში ზემო ეგვიპტის გათხრებში მონაწილეობდა.[9] მომდევნო წელს კემბრიჯში ნიუნჰემის კოლეჯში გადიოდა კურსებს, ხოლო 1924 წელს ეგვიპტეში პეტრისა და გაი ბრანტონის გათხრებს შეუერთდა.[5]

1921 მარგარეტ მურეისთან ერთად გერტრუდ კატონ ტომპსონი ბორჯ-ენ-ნადურის მახლობლად, წმინდა გიორგის ყურეში, მალტაში მეგალითური ტაძრის გათხრებში მონაწილეობდა. მას ტაძრის მახლობლად გამოქვაბულების გამოკვლევა და ნეანდერტალელთა თავის ქალების ძებნა ევალებოდა, რაც მალტასა და კონტინენტურ აფრიკას შორის სახმელეთო ხიდის არსებობის თეორიას გაამყარებდა. მართალია კატონ ტომპსონმა ამ თეორიის მხარდამჭერი მტკიცებულებები ვერ იპოვა, მაგრამ ექსპედიციამ სხვა ცნობილი არტეფაქტები აღმოაჩინა, როგორიცაა ბრინჯაოს ხანის სამეთუნეო ჭურჭელი, რომელიც სიცილიურ ჭურჭელს წააგავდა.

1920-იან წლებში გერტრუდ კატონ ტომპსონი არქეოლოგად მუშაობდა, მეტწილად ეგვიპტეში, ეგვიპტის არქეოლოგიის ბრიტანული სკოლისთვის. ასევე, საველე სამუშაობში მონაწილეობდა მალტაში. ეგვიპტეში ყოფნისას მონაწილეობდა აბიდოსის,[10] ბადარის,[11] და თჯებუს[12] გათხრებში. კატონ ტომპსონი განსაკუთრებით დაინტერესებული იყო პრეისტორიული ეგვიპტის ყველა ასპექტით და ერთ-ერთი პირველი არქეოლოგი იყო, რომელმაც პალეოლითის ხანიდან პრედინასტიულ ეგვიპტემდე პერიოდი გამოიკვლია.[13] კატონ ტომპსონმა არა მხოლოდ აღმოაჩინა არქეოლოგიური არტეფაქტები ეგვიპტეში, არამედ ინგლისში ეგვიპტური გამოფენის მოწყობაშიც მონაწილეობდა.[14] გერტრუდ კატონ ტომპსონის მიერ აღმოჩენილი არტეფაქტების დიდი ნაწილი ამჟამად ბრიტანული მუზეუმის კოლექციაშია შესული.[15]

1932 წელს გერტრუდ კატონ ტომპსონმა მისი წიგნის ფაიუმის უდაბნო ილუსტრაციების შესასრულებლად მერი ლიკი დაიქირავა და პალეოანთროპოლოიაში მის შემდგომ კარიერაზე დიდი გავლენა იქონია.[16] 1937 წლის ბოლომდე კატონ ტომპსონმა და ელინორ გარდნერმა ფრეია სტარკთან ერთად იემენში, ჰადრამავთში პირველი სისტემატური გათხრები წამოიწყეს. ამასთან, კატონ ტომპსონსა და სტარკს შორის ურთიერთობა შესამჩნევად დაიძაბა. 1940 წელს გამოცემულ წიგნში „ზამთარი არაბეთში“ სტარკი უცნობ, მაგრამ იდენტიფიცირებად ქალ არქეოლოს აქილიკებს.[17][18]

კატონ ტომპსონმა საველე სამუშაობს მეორე მსოფლიო ომის დროს დაანება თავი.[19] იგი მის დიდი ხნის მეგობათან, კემბრიჯელ კოლეგასთან, დოროთი ჰორთან ცხოვრობდა. ჰორი კემბრიჯის არქეოლოგიის ლექტორ ხოსე ტოტი მ. დე ნავაროზე დაქორწინდა, თუმცა კატონ ტომპსონი კვლავ მათთან ერთად ცხოვრობდა. 1956 წელს მან და ნავაროებმა აკადემიურ მოღვაწეობას თავი დაანებეს, რის შემდეგაც კატონ ტომპსონი წყვილთან ერთად ბროდვეიში, ვუსტერში, კორტ-ფერმში გადასახლდა.[20] კატონ ტომპსონის მემუარები ავტობიოგრაფიის სახით გამოიცა 1983 წელს, სახელწოდებით „შერეული მემუარები“. სიცოცხლის დარჩენილი ნაწილი ნავაროებთან და მათ ვაჟთან, მაიკლთან ერთად ცხოვრობდა.[14] კატონ ტომპსონი 1985 წელს, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა, ბროდვეიში, ვუსტერში.

1938 წელს გერტრუდა კატონ ტომპსონს არქეოლოგიის პროფეროსის თანამდებობა შესთავაზეს კემბრიჯის უნივერსიტეტში, მაგრამ უარი თქვა და თანამდებობა დოროთი გაროდმა დაიკავა. 1923 წელს კემბრიჯის ნიუნჰემის კოლეჯის მკვლევარი წევრი იყო, ხოლო 1934-1945 წლებში საპატიო წევრი გახდა. 1940-1946 წლებში პრეისტორიული საზოგადოების პირველი ქალი პრეიდენტი იყო. 1944 წელს ბრიტანული აკადემიის წევრად აირჩიეს. ამავე წელს კატონ ტომპსონი სამეფო ანთროპოლოგიური ინსტიტუტის ვიცე პრეზიდენტად აირჩიეს.[8] 1946 წელს სამეფო ანთროლოგიური საზოგადოებისგან ჰაქსლის მედლით დაჯილდოვდა. 1934 წელს კატონ ტომპსონი პირველი ქალი გახდა, რომელმაც ამ ინსტიტუტისგან რივერსის მედალი მიიღო.[14] 1961 წელს აღმოსავლეთ აფრიკის ისტორიისა და არქეოლოგიის ბრიტანული სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი იყო. 10 წლის შემდეგ ის საბჭოს საპატიო წევრი გახდა.

გამოქვეყნებული ნაშრომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Guy Brunton, G. Caton Thompson, The Badarian civilisation and predynastic remains near Badari, British School of Archaeology in Egypt, London 1928.
  • The Zimbabwe Culture, 1931; F. Cass, 1970
  • Gertrude Caton Thompson, Elinor Wight Gardner The Desert Fayum, Royal Anthropological Institute of Great Britain and Ireland, 1934.
  • The Tombs and Moon Temple of Hureidha (Hadhramaut), Oxford for the Society of Antiquaries, 1944
  • Kharga Oasis in Prehistory, University of London, 1952
  • Mixed memoirs, Paradigm Press, 1983

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 SNAC — 2010.
  3. Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  4. 4.0 4.1 Beyond Notability
  5. 5.0 5.1 Kirwan, L.P.. Thompson, Gertrude Caton. ციტირების თარიღი: 2015-10-14
  6. Miss Gertrude Caton-Thompson (Biographical details). ციტირების თარიღი: 2015-10-14
  7. Atkin, Alison. Gertrude Caton Thompson: Society Girl, Suffragist and Scientific Archaeologist. ციტირების თარიღი: 2015-10-14
  8. 8.0 8.1 Weedman, Kathryn. „Who's "That Girl": British, South African, and American Women as Africanist Archaeologists in Colonial Africa (1860s–1960s)“. The African Archaeological Review. 18 (1): 11.
  9. Caton Thompson, G.C. 1983. Mixed Memoirs. Gateshead: Paradigm Press, p.82
  10. Petrie, W.M.F. 1925. Tombs of the Courtiers and Oxyrhynkhos. London: British School of Archaeology in Egypt.
  11. Brunton, G. and Caton-Thompson, G,C. The Badarian Civilisation and Predynastic Remains Near Badari. London: British School of Archaeology in Egypt.
  12. Petrie, W.M.F. 1930. Antaeopolis. The Tombs of Qau. London: British School of Archaeology in Egypt.
  13. Weedman, K. 2001. Who's "that girl": British, South African and American Women as Africanist Archaeologists in Colonial Africa (1860s–1960), African Archaeological Review 18(1), p.11
  14. 14.0 14.1 14.2 Cohen, Getzel M. and Joukowsy, Martha (2004). Breaking ground: pioneering women archaeologists. University of Michigan Press, გვ. 363. ISBN 0472113720. 
  15. British Museum Collection
  16. Morelli 1995, p. 72
  17. Sørensen, Marie Louise Stig (2013). Excavating Women: A History of Women in European Archaeology. Routledge, გვ. 41–42. ISBN 978-1-134-72776-6. 
  18. Stark, Freya (1940). A Winter in Arabia. 
  19. Kirwan, L.P.. Thompson, Gertude Caton. Oxford Dictionary of National Biography. ციტირების თარიღი: 25 February 2014
  20. Caton Thompson, Gertrude (1983). Mixed memoirs. Gateshead: Paradigm Press, გვ. 293. ISBN 0950610429.