გეოგრაფიული გარსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დედამიწა

გეოგრაფიული გარსი (ლანდშაფტური გარსი) — დედამიწის გარსი, რომელშიც ერთმანეთს ეხებიან და ურთიერთქმედებენ ლითოსფერო, ჰიდროსფერო, ატმოსფერო და ბიოსფერო. გეოგრაფიული გარსი რთული შედგენილობისა და აგებულებისაა. იგი მთლიანად მოიცავს ჰიდროსფეროსა და ბიოსფეროს, ატმოსფეროში სტრატოპაუზამდე ვრცელდება, ხოლო დედამიწის ქერქში ჰიპერგენეზისის არით იფარგლება (ზოგჯერ ქვედა საზღვარს სტრატოსფეროს ძირზეც ატარებენ). მისი უდიდესი სისქე 40 კმ-მდეა. გეოგრაფიული გარსი განიცდის როგორც დედამიწაზე, ისე კოსმოსში მიმდინარე პროცესების ზეგავლენას.

გეოგრაფიული გარსის განვითარება იცვლება დროშიც და სივრცეშიც. დროში ცვალებადობა არის რიტმულიც და ურიტმოც (პერიოდული და ეპიზოდური). სივრცეში განვითარების უთანაბრობა გამოიხატება, უწინარეს ყოვლისა, ჰორიზონტალური და ვერტიკალური ზონალურობით. დედამიწის ზედაპირის ადგილობრივი თავისებურებები კიდევ უფრო ართულებს გეოგრაფიული გარსის სტრუქტურას და ქმნის მის აზონალურ, ინტრაზონალურ და პროვინციულ სხვაობებს.

გეოგრაფიული გარსი უაღრესად მდიდარია სხვადასხვა სახის თავისუფალი ენერგიით; ნივთიერება მასში ყველანაირ აგრეგატულ მდგომარეობაშია; აქ ხდება მზის სითბოს კონცენტრაცია. დედამიწაზე მხოლოდ გეოგრაფიულ გარსში ვხვდებით ორგანიზმებს, ნიადაგს, დანალექ ქანებს, რელიეფის ფორმებს და ადამინთა საზოგადოებას.

გეოგრაფიული გარსი ფიზიკური გეოგრაფიის კვლევის ობიექტია.

ტერმინოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეოგრაფიულ გარსზე, როგორც დედამიწის გარეგნულ სფეროზე წარმოდგენა, ეკუთვნის პეტრე ბროუნოვს (1853—1927). თანამედროვე დონეზე განაზოგადა და მეცნიერებაში დაამკვიდრა ანდრია გრიგორიევმა, რომელმაც შემოიღო გეოგრაფიული გარსის ცნება (1932).

გეოგრაფიული გარსის კომპონენტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედამიწის ქერქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : დედამიწის ქერქი.

დედამიწის ქერქი - დედამიწის მყარი გარსია, რომელიც მდებარეობს მოხოროვიჩიჩის ზედაპირის ზევით. დედამიწის ქერქში გავლისას გრძივი სეისმური ტალღების სიჩქარე ზევიდან ქვევით იზრდება 6,7—7,6 კმ/წმ-იდან 7,8—8,2 კმ/წმ-მდე. რაც უფრო დრეკადსა და მკვრივ ნივთიერებაში - ზედა მანტიაში - გადასვლას მოწმობს.

არსებობს კონტინენტური დედამიწის ქერქი (რომლის საშუალო სისქე - 35-45 კმ არის) და ოკეანური დედამიწის ქერქი, რომელიც გაცილებით თხელია - (საშუალოდ 7 კმ).

ტროპოსფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ტროპოსფერო.

ტროპოსფერო ატმოსფეროს ქვედა ნაწილია, რომელშიც სიმაღლესთან ერთად ეცემა ტემპერატურა. ტროპოსფეროს საშუალო სიმაღლეა : პოლარულ განედებში — 8-10 კმ, ზომიერში — 10-12 კმ, ტროპიკულში — 16-18 კმ. ტროპოსფეროში მოქცეულია ატმოსფერული ჰაერის მასის 4/5-ზე მეტი.

სტრატოსფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სტრატოსფერო.

სტრატოსფერო განლაგებულია ტროპოსფეროსა და მეზოსფეროს შორის. იგი ისევე როგორც ტროპოსფერო ატმოსფეროს ნაწილია. სტრატოსფეროს ჰაერის შედგენილობა ტროპოსფეროს შედგენილობის მსგავსია, მაგრამ მასში ნაკლებია წყლის ორთქლი და მეტია ოზონი. სტატოსფერო და ტროპოსფერო გამოყოფილი არიან გარდამავალი ფენით - ტროპოპაუზით.

ჰიდროსფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ჰიდროსფერო.

ჰიდროსფერო დედამიწის წყლის გარსია, რომელიც წყვეტილად არის განლაგებული ატმოსფეროსა და დედამიწის ქერქს შორის; წარმოადგენს ოკეანეების, ზღვებისა და ხმელეთის ზედაპირული წყლების ერთბლიობას.

ბიოსფერო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბიოსფერო.

ბიოსფერო დედამიწის განსაკუთრებულიგარსია, რომლის შემადგენლობა, აგებულება და ენერგეტიკა განპირობებულია ცოცხალი ორგანიზმების მოქმედებით. ბიოსფეროს პლანეტური მნიშვნელობა დაადგინა და მის გეოქიმიურ შესწავლას საფუძველი ჩაუყარა დიდმა რუსმა მეცნიერმა ვლადიმერ ვერნადსკიმ. ბიოსფერო მოიცავს არა მარტო ზედაპირულ არეს, სადაც დღეს სისცოცხლე არსებობს, არამედ სხვა გეოსფეროების ნაწილებსაც, რომლებშიც აღწევს ცოცხალი ნივთიერება და გარდაქმნილია წარსულში ამ ნივთიერებათა მოქმედებით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]