შინაარსზე გადასვლა

გენო ცაავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გენო ცაავა (დ. 15 ივნისი, 1957, სენაკი) — ქართველი მსახიობი, მხატვარი, რეჟისორი და სცენარისტი.

1981 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია დიზაინის განხრით. 1992 წელს სანქტ-პეტერბურგის თეატრის, მუსიკისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო აკადემია ტელე-კინო რეჟისურის განხრით.

1985 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“, დამდგმელი რეჟისორი, დამდგმელი მხატვარი, პროდიუსერი. ცხოვრობს საქართველოსა და ესპანეთში. დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „6 და 7 (მისტიკური დრამა, ადამი და ევას სულიერ ისტორიაზე)“ 2003, „მეთოხე თვის პირველი დღე“ 2003. პროდიუსერია ფილმების: „6 და 7 (მისტიკური დრამა, ადამი და ევას სულიერ ისტორიაზე)“ 2003, „მეთოხე თვის პირველი დღე“ 2003. დამდგმელი მხატვარია ფილმების: „ჭიდაობას რა უნდა“ 1986, „ხარება და გოგია“ 1987, „სტუმრები“ 1991, „სიბრძნე სიცრუისა“ 1991, „იასამანი“ 1997, და სხვა.

მონაწილეობს ჯგუფურ გამოფენებში: 1977-1990 წწ. — საქართველო, 1990-1994 წწ. — ჰაიდელბერგი, აუგსბურგი, ჰამბურგი, გერმანია. 1995 - კენედის ცენტრი, ნიუ ორკი, კალიფორნია, აშშ. 2004 – ოსაკა, იაპონია. 2005 - ტულუზა, საფრანგეთი. 2011–2012 წწ. სან-სებასტიანი, ბურგოსი, ვალიადოლიდი, ესპანეთი. 2000 წელს ეროვნული კინოცენტრის შექმნის იდეის ავტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი; მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში (საქართველო, აშშ, გერმანია). 2003 წელს კათალიკოს-პატრიარქის მიერ, 300 კგ ნაჩუქარი გაბზარული დედო ზარისაგან ოთხი ზარი თავისივე ოსტატობით ჩამოასხა, სამი ზარი სენაკის „მთავარანგელოზთა“ სახელობის ეკლესიას გადასცა, ხოლო ერთი დედო ზარი კი თბილისში, იუსტიციის სამინისტროს წინ მდებარე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიას.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]