შინაარსზე გადასვლა

გემიკაიის ბორცვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გემიკაიის ბორცვი (აზერ. Gəmiqaya təpəsi) მდებარეობს ბაქო-თბილისის ავტომაგისტრალის მარჯვენა მხარეს, სოფელ ბირინჯი-შიხლის მახლობლად. ბორცვის მარჯვნივ უფსკრულია. მწვერვალიდან იშლება ხედი მტკვარზე. გემიკაიის ზედაპირზე ადვილად მოიპოვება ძველი ქაშანურის ჭურჭლის ნატეხები, რომლების მიხედვითაც დგინდება, რომ ამ ტერიტორიაზე გამოიყენებოდა წითელი, ყვითელი და შავი ფერის, სხვადასხვა ზომის სამეურნეო დანიშნულების თიხის ჭურჭელი. ჭურჭელი მოხატულია ხატვით, ძერწვითა და კაწვრით შესრულებული ორნამენტით.

სისტემატური არქეოლოგიური გათხრებები გემიკაიაზე არ ჩატარებულა, მაგრამ ბორცვზე ნაპოვნი ქაშანურის ნატეხებისა და ყაზახის რაიონის სხვა ტერიტორიებზე აღმოჩენილი ანალოგიური საგნების შედარების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ უძველესი დასახლება გემიკაია მიეკუთვნება ადრინდელ რკინის ხანას (ძვ. წ. VIII–VI საუკუნეებს).[1]