გახლეჩილი აპრილი
„გახლეჩილი აპრილი“ | |
---|---|
ავტორი | ისმაილ კადარე[1] |
ენა | ალბანური ენა |
გამოცემის თარიღი | 1980 |
გვერდი | 291 |
ISBN | 978-0-09-944987-4 |
გახლეჩილი აპრილი — ალბანელი მწერლის ისმაილ კადარეს რომანი. 1978 წელს გამოქვეყნებული წიგნი იკვლევს კადარეს ერთ-ერთ განმეორებად თემას: როგორ მოქმედებს წარსული აწმყოზე.[2] რომანი ეხება 1930-იან წლებში ჩრდილოეთ ალბანეთის მაღალმთიანეთში სტუმართმოყვარეობის, სისხლის შუღლისა და მკვლელობის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას. იგი ინგლისურად თარგმნა ჯონ ჰოჯსონმა "New Amsterdam Books"-ისთვის 1990 წელს.[3]
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქვეყნის მაღალ პლატოზე მცხოვრები 26 წლის ალბანელი ჯორგ ბერიშა[4] იძულებულია ჩაიდინოს მკვლელობა „კანუნის“ მიხედვით, რათა შური იძიოს თავისი ძმის მკვლელობისათვის. ამ მკვლელობის გამო მას მოსაკლავად დაედევნება მოწინააღმდეგე ოჯახის წევრი. „გახლეჩილი აპრილის“ კითხვისას ადვილი გასაგებია, რატომ და რა ძალით არის გატაცებული ისმაილ კადარე ტრაგედიით და მისი ორი გამორჩეული წარმომადგენლის, შექსპირისა და ესქილეს მიმართ. „მეგობრობა, ერთგულება და მტრობა უძველესი ტრაგედიის მექანიზმის ბორბლებია და მათ მექანიზმში შესვლა ნიშნავს ტრაგედიის შესაძლებლობის დანახვას“.[5]
ადაპტაცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2001 წელს, გახლეჩილი აპრილის ფილმის ადაპტაცია, სახელწოდებით მზის უკან, გადაიღეს ბრაზილიაში. ის გადაიღო კინორეჟისორმა უოლტერ სალესმა. მოქმედება ვითარდება 1910 წელს ბრაზილიაში და როდრიგო სანტოროს მონაწილეობით, ნომინირებული იყო BAFTA-ს ჯილდოზე საუკეთესო არაინგლისური ფილმისთვის და ოქროს გლობუსის ჯილდოზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისთვის.[6]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ National Library of Albania — 1920.
- ↑ Liukkonen, Petri. Ismail Kadare. Kuusankoski Public Library. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 January 2015.
- ↑ Apter, Emily (2001). Translation in a Global Market (en). Duke University Press. ISBN 978-0-8223-6492-4.
- ↑ Broken April - Ismail Kadare. Longitude. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2007-10-07.
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2024-03-12. ციტირების თარიღი: 2024-03-12.
- ↑ Kehr, Dave. (21 December 2001) AT THE MOVIES; Albanian Plot in Brazil. The New York Times.