განხილვა:Deep Purple
მოვაცილე ერთი პუნქტი დისკოგრაფიიდან - Rapture of the Deep (სპეციალური ორდისკიანი გამოცემა) - ასეთი რამეების დაკონკრეტება თავად ორიგინალური ალბომის შესახებ სტატიის რომელიმე ნაწილში შეიძლება,რაც ინგლისურენოვანი ვიკიპედიიდანაც ჩანს. --Pink Floyd 17:44, 9 დეკემბერი 2007 (UTC)
დიფ ფარფლის ცალკე თარგი ჩავანაცვლე მუსიკოსის თარგში მოცემული ინფოს შეტანით. ასე უფრო აკურატული უნდა იყოს.--The Intruder 09:13, 12 მარტი 2008 (UTC)
კიდევ ერთი - მოვაცილე ყდები ამ სტატიიდან. გასაგებია, რომ ამა თუ იმ პერიოდს უკეთებს ილუსტრირებას, მაგრამ არც მთლად ასეა. შემადგენლობის დასახელება გადავიდა ცალკე სტატიაში. --The Intruder 09:06, 13 მარტი 2008 (UTC)
ჯერ გვარს და შემდეგ სახელს როდიდან ვწერთ?— Taro-Gabunia განხილვაწვლილი 13:02, 6 სექტემბერი 2010 (UTC)
- კონკრეტულად სად წერია? — დათო პასუხი 13:05, 6 სექტემბერი 2010 (UTC)
- უკვე შეგისწორებიათ; მშვენიერია. — დათო პასუხი 13:06, 6 სექტემბერი 2010 (UTC)
მოგონი ეს ერთ-ერთი ის უნიკალური შემთხვევაა როდესაც ამ მომხმარებელმა, სწორი ცვლილება გააკეთა :).— ნიკა (გ) 12:01, 9 სექტემბერი 2010 (UTC)
რა გააკეთა რო? — ჰუ ემ აი განხილვაწვლილი 12:08, 9 სექტემბერი 2010 (UTC)
მუსიკოსების სახელები დაწერა სწორ ფორმაში ანუ გილანი, იანის ნაცვლად იან გილანი და ა.შ [1]— ნიკა (გ) 12:11, 9 სექტემბერი 2010 (UTC)
სახელი
[წყაროს რედაქტირება]ახლა დავფიქრდი და ამის მიხედვით გამოდის დიპ პარპლი :))), რაც დარწმუნებული ვარ, ყურში ყველას არანორმალურად ხვდება :)). მგონი ასეთი შემთხვევებისათვის ორიგინალში დატოვებაზე შევთანხმდით – Deep Purple. რუსულშიც ასეა. იგივეს ვიტყვი კოულდპლეიზეც. — დავით პასუხი 11:10, 2 იანვარი 2011 (UTC)
(მომხრე) ველი სხვების აზრს. თუკი საჭირო გახდება შემდგომში ცვლილებების შეტანა სტატიებში (deep purple იქნება თუ დიპ პარპლი, არ აქვს მნიშვნელობა), მზად ვარ, თავად მივხედო ამ საკითხს. — BH განხილვაწვლილი 11:12, 2 იანვარი 2011 (UTC)
- სხვები! — დავით პასუხი 17:19, 2 იანვარი 2011 (UTC)
მე საერთოდ ქართულად გადმოთარგმნა (თუნდაც კარგად ჟღერდეს, მაგალითად პინკ ფლოიდი) არ მომწონს. ახლა ის უნდა ვარკვიოთ ვის კარგად ხვდება ყურში და ვის არა? ერთი სტანდარტი უნდა მივიღოთ და იმის მიხედვით დავწეროთ სტატიის სათაურები.--გოტა (მომწერე) 17:03, 8 იანვარი 2011 (UTC)
გადატანა
[წყაროს რედაქტირება]მოკლედ, ’დიფ ფარფლი’ ერთმნიშვნელოვნად არასწორია, თუნდაც ქართული ვიკის სტანდარტების გათვალისწინებით. არ ვიცი, Itshnik ამაზე რას იტყვის,მაგრამ აშკარად დამახინჯებასთან გვაქვს საქმე. ’დიფ ფარფლი’ არ გამოდის, გამოდის ’დიპ პარპლი’. ვანდალიზმია. :) რუსულად ვერ ვიტან ДИП ПЁПЛ-ს რომ ამბობენ და საკუთარ ენაზე ავიტან? :) გადატანილი იქნას Deep Purple-ზე და ყველგან დაიწეროს ასე. — BH განხილვაწვლილი 13:16, 20 ივლისი 2011 (UTC)
- მოხარული ვიქნები ფრიად :)). დიპ პიოპლი მომეწონა :D. — დავით პასუხი 13:32, 20 ივლისი 2011 (UTC)
- კი. მეზობელი ქვეყნის ოფიციალური პრეზიდენტი ეგრე ეძახის და ათასობით მეზობელი ქვეყნის ბინადარიც :) — BH განხილვაწვლილი 13:41, 20 ივლისი 2011 (UTC)
- მოკლედ, გადამაქვს ჯერ ყველაფერი მთავარი გვერდის გარდა და შეგიძლია მთავარი გვერდი (ანუ რაც არის Deep Purple) წაშალო, რომ ზედ გადავამისამართო? — BH განხილვაწვლილი 13:42, 20 ივლისი 2011 (UTC)
მომხრე ვარ, გადავიტანოთ დიპ პიორპლ-ზე. ხუმრობით, რა თქმა უნდა. დარჩეს ორიგინალში (ამ შემთხვევაში, გადავიდეს), როგორც შევთანხმდით.—G.G. 14:57, 20 ივლისი 2011 (UTC)
ეს განხილვა გადავიდა აქ განხილვა:Deep Purple. იქ რაღაც სხვა აღმოჩნდა. არ იქნა გადატანილი განხილვა:Deep Purple-ზე ვინაიდან ის არ იქნა თავის დროზე წაშლილი. — BH განხილვაწვლილი 15:33, 20 ივლისი 2011 (UTC)
უპს :) მაშინ ჩემს კომენტარს იქ გადავიტან და გადამისამართება გავაკეთოთ აქედან.—G.G. 15:39, 20 ივლისი 2011 (UTC)
- ეს განხილვის გვერდი გადმოვიტანე განხილვა:დიფ ფარფლიდან. მგონი, ასე ჯობს. თუ ვინმე საჭიროდ ჩათვლის, აღადგინოს ამ გვერდის ის ორი უმნიშვნელო ცვლილება, რითაც ეს ორი განსხვავდება.—G.G. 16:04, 20 ივლისი 2011 (UTC)