შინაარსზე გადასვლა

განხილვა:შენი სახელით მომმართე (რომანი)

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვფიქრობ გადასატანია გვერდზე - „შენი სახელი დამიძახე (რომანი)“. წყარო: ასიმანი, ა. (2018). შენი სახელი დამიძახე. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. ISBN 9789941301384.--იაკობ მახარაძე განხილვაწვლილი 23:14, 4 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]

კი, როგორც არის ნათარგმნი, ისე უნდა იყოს --M. განხილვაწვლილი 18:43, 5 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
უბრალოდ, შენი სახელით მომმართე (ფილმი) — „[...] დაფუძნებულია ანდრე ასიმანის ამავე სახელწოდების რომანზე“, ცოტა უცნაურად გამოვა. გიო ოქრო 18:45, 5 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ფილმიც უნდა შეიცვალოს ასეთ დროს, ლიტერატურული პირველწყაროს მიხედვით. თუმცა გამონაკლისიც გვაქვს ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა. --M. განხილვაწვლილი 18:49, 5 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
მაშინ აქაც ეგ შემთხვევა გვექნება, რადგა ფილმი მგონი ამ სახელით უფროა ცნობილი (შენი სახელით მომმართე), ნუ პირადად ასე უფრო შემხვედრია. გიო ოქრო 18:52, 5 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]
ეს იგივე შემთხვევა არ არის, ის ფილმი 1975 წელსაა გამოსული და ძალიან დიდი ხანია, ისე დამკვიდრდა, თუმცა თუ განხილვის გვერდს ნახავ, იქაც იგივე საკითხი მქონდა დაყენებული. ჩემს და ჰენრის გარდა კინოს სტატიებზე აქტიურად არავინ მუშაობდა და დარჩა ასე, თუმცა, როგორც ვთქვი, გამონაკლისია. შედარებით ახალ ფილმები თუ ისინი ლიტერატურულ პირველწყაროს ეფუძნება და ეს ლიტერატურა ნათარგმნია, ასეთი თარგმანის მიხედვით უნდა დაიწეროს და არა კინოთეატრების მიერ შემოტანილი თარგმანის მიხედვით, რადგან პირველი მეორესთან შედარებით უფრო სანდოა და ასეთი პრაქტიკა გვაქვს მეტწილად იხ. მაგ. მოხუცებისთვის ადგილი არ არის (ფილმი) --M. განხილვაწვლილი 18:58, 5 ივნისი 2020 (UTC)[უპასუხე]