განხილვა:ქაქუცა ჩოლოყაშვილი
Zangala 10:41, 22 ნოემბერი 2005 (UTC)
ორი სახელი რად უნდა სათაურში? :) --გიგა პასუხი 16:57, 15 სექტემბერი 2008 (UTC)
- დღის 15:23 საათზე მისი სასახლე დაასვენეს თბილისის ზ. გამსახურდიას სახ. საერთაშორისო აეროპორტში და მის პატივსაცემად აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნი (თავისუფლება) - გადასახედია ინფორმაცია. ინფორმაციისთვის სტატია ჩემი დაწერილი არ არის - გადამისამართებისას ისტორია დამეკარგა. რის გამოც მაქვს ზემოთ ჩანაწერი გაკეთებული.- --ცანგალა (გ) 12:00, 18 მაისი 2009 (UTC)
მომხმარებელი:Henry McClean - რატომ წაშალეთ ქაქუცას ქუჩებზე ინფორმაცია?
ამ სტატიის ავტორია - Bachana — წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 79.185.137.224 (განხილვა • წვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .
იმიტომ წაიშალა, რომ ახალი ამბების ბლოკის სახე ჰქონდა. შემოდის ადამიანი და კითხულობს ბიოგრაფიული სტილის სტატიას და მოულოდნელად საგაზეთო სტილის აბზაცი:
აღმოჩნდა, რომ თბილისში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელის უკვდავსაყოფად არის ორი ქუჩა: ერთი ვაკეში, ვაკის პარკსა და ბაგებს შორის და მეორე - ისნის რაიონში. 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს (ზუსტი დღე უცნობია), თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში მდებარე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას სახელი გადაერქვა და ეწოდა ბერი გაბრიელის ქუჩა. იმავე გადაწყვეტილებით ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი კი საბურთალოზე, იპოდრომთან მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას დაერქვა.
ამ ფაქტს საოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოყვა.
თუ საინტერესო ფაქტების სექციაა, უნდა დაიწეროს ლაკონურად, მოკლედ - რომ არსებობს ორი ქუჩა თბილისში და მორჩა. დანარჩენი ახალი ამბების ბლოკია, როგორც უკვე ითქვა. --Henry (მომწერეთ) 06:46, 3 ნოემბერი 2014 (UTC)
- მე არ ვფიქრობ, რომ ახალი ამბების სტილში იყო დაწერილი. სულ იყო სამი წინადადება და სამივე ფაქტი, ყოველგვარი ემოციის, თუ მიკერძოების გარეშე, გამაგრებული სათანადო ბმულებით, მათ შორის საკრებულოს ოფიციალური საიტით.--83.3.3.250 09:52, 3 ნოემბერი 2014 (UTC)
სტილის გასწორება შესაძლებელია. შეიძლებოდა ასეც:
„თბილისში ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელის უკვდავსაყოფად არსებობს ორი ქუჩა: ერთი ვაკეში, ვაკის პარკსა და ბაგებს შორის და მეორე - ისნის რაიონში, თუმცა 2014 წლის ოქტომბრის ბოლოს (ზუსტი დღე უცნობია), თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ისნის რაიონში მდებარე ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას სახელი გადაერქვა და ეწოდა ბერი გაბრიელის ქუჩა. იმავე გადაწყვეტილებით ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელი საბურთალოზე იპოდრომთან მდებარე ერთ-ერთ უსახელო ქუჩას ეწოდა. ამ ფაქტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.“
- მგონი, ასე უფრო მისაღებია, თავისი წყაროთი(ებით), რა თქმა უნდა. :) — G.G. 11:17, 3 ნოემბერი 2014 (UTC)
- გიორგის შემოთავაზებული ვარიანტი ჩემთვის ნამდვილად მისაღებია--დათო1010 11:33, 3 ნოემბერი 2014 (UTC)
- კი ბატონო, არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. პირიქით გმადლობთ. თქვენ აღადგინეთ თუ შეიძლება. მე არ ვიცი როგორ გავაკეთო, თან მგონი ბმულები მთლად სწორედ ვერ მივაბი სქოლიოში.--79.185.137.224 22:49, 3 ნოემბერი 2014 (UTC)
- გიორგის შემოთავაზებული ვარიანტი ჩემთვის ნამდვილად მისაღებია--დათო1010 11:33, 3 ნოემბერი 2014 (UTC)