განხილვა:გერმანიის ფედერალური მხარეები

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ფედერალური მხარე)

დღემდე მეც ფედერაციული მიწა მეგონა იყო ხმარებაში. მაგრამ როდესაც მომხმარებელი:Pirtskhalava შენიშვნა გააკეთა, რომ ქართულად უნდა იყოს ფედერალური მხარე. ჩავიხედე ქსე-ში, ტ. 3, გვ. 119, თბ., 1978 სტატია „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა“ წერია მხოლოდ მხარე. გერმანულ-ქართული ლექსიკონი, იოლანდა მარხევის მიერ შედგენილი, გამოცემული 1999, შვეიცარიაში (ISBN 3-933888-01-8), Land ერთ-ერთი მნიშვნელობით თარგმნილია როგორც მხარე (ადმინისტრაციული ერთეული გერმანიაში) მაგ. ბავარიია მხარე, ბავარია. ხოლო ბავარია Freistaat Bayern - ამჟამად არის ბავარიის თავისუფალი რესპუბლიკა. de:Land (Deutschland) - მხოლოდ მხარე.-ცანგალა () 10:22, 5 თებერვალი 2008 (UTC)[უპასუხე]


რატომ მარტო გერმანია?![წყაროს რედაქტირება]

ფედერალური მხარეები ავსტრიასაც აქვს... ეს სტატია უნდა ეხებოდეს ზოგადად ფედერალურ მხარეს... და არა გერმანიის ფედერაციებს. ან უნდა გადამისამართდეს ფედერალური მხარე (გერმანია)ზე, ან ამ სტატიაშივე აღინიშნოს, რომ ავსტრიაშიც არის ფედერალური ოლქები... პ.ს. რუსეთიც ხომ ფედერაციაა?! მის მხარეებსაც ასე ხომ არ ჰქვიათ? Dawid Maisuradze 08:04, 5 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

სხვათა შორის საერთ. ბმულებიც გერმანიის მიწებს ეხება (Land (Deutschland), Административное деление Германии) და ავსტრიის ფედერალურ მხარეებზე სხვა სტატიაა. Dawid Maisuradze 08:09, 5 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]
de:Land (Gliedstaat) აქ ავსტრიასა და გერმანიის შესახებ შეგიძლია ნახო.ru:Федеративное устройство России. ეს სტატია ჩემი აზრით ალბათ უნდა იყოს მხარე (გერმანია) --ცანგალა () 12:31, 5 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

გადავიტანოთ ხო გერმანიის ადმინისტრაციული დაყოფაზე? --გოტა (მომწერე) 16:20, 26 იანვარი 2010 (UTC)[უპასუხე]

გადავიტანოთ[წყაროს რედაქტირება]

ფედერალური მხარე ზოგადი სახელწოდებაა და შესაბამისად ამ სახელწოდებას კონკრეტულ ქვეყანასთან მიმართებაში გამოყენება არ არის მართებული, ასეთი სისტემა სხვა სახელმწიფოებსაც გააჩნია. გთავაზობთ გადავიტანით გერმანიის ფედერალური მხარეები-ზე. --Mehman 97 14:39, 21 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]

(მომხრე)--გიო ოქრო 14:44, 21 თებერვალი 2019 (UTC)[უპასუხე]
ალტერნატიული მოსაზრება არ არსებობს, შესაბამისად გადავიტან. --Mehman 97 19:22, 1 მაისი 2019 (UTC)[უპასუხე]

არსებობს გერმანიის ადმინისტრაციული დაყოფა. ინგლისურში ორივე ბმულს ერთ სტატიაზე გადავყავარ და ქართულში რატომ გვაქვს ორი?წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა M. (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

იმიტომ, რომ თქვენ შექმენით მეორე სტატია პირველის შექმნიდან 9 წლის შემდეგ. :) --Wiki - ჯაბა 21:09, 6 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
ვაა ძალიან უცნაური ამბავია :)))) მაგრამ გავარკვიე რაში ყოფილა საქმე, ანუ რატომ შემიქმნია მეორე. ინგლისურ ვიკის მიხედვით Administrative divisions of Germany (States of Germany შეესაბამება ქართულ გერმანიის ფედერალურ მხარეებს) 2014-ში ცალკე სტატიად ჰქონიათ და მეც შემიქმნია ქართულში, მაგრამ მერე გაუერთიანებიათ. Administrative divisions of Germany-ის ისტორია დავათვალიერე ინგლისურში და ეგრეა. ახლა ორი ქართული სტატიაა და ერთ ინგლისურ ბმულზე გადადის. ჩვენც ერთი დავტოვოთ, შეგვიძლია წავშალოთ ის ჩემი შექმნილი თუ გადამისამართება გავაკეთოთ, როგორც არის წესი --M. განხილვაწვლილი 05:47, 7 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

ანუ გავარკვიეთ. წესი კი გვეუბნება, რომ ძველი უნდა დარჩეს, ტექსტები შეერწყას, მერე კი ისტორია გაერთიანდეს. ადმინისტრატორები მიხედავენ. სათაურად რომელი დავტოვოთ? --Wiki - ჯაბა 06:21, 7 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

სათაური ცოტა რთული ამბავია. უმრავლეს შემთხვევაში გვაქვს [ქვეყნის] ადმინისტრაციული დაყოფა, მაგ. იტალიის ადმინისტრაციული დაყოფა, პორტუგალიის ადმინისტრაციული დაყოფა და ა.შ. ზოგჯერ გვაქვს სათაურები ამ ადმინისტრაციული დანაყოფების მიხედვით, მაგ ესპანეთის ავტონომიური გაერთიანებები, ნიდერლანდების პროვინციები, იგივე გერმანიის ფედერალური მხარეები. საქართველოს შემთხვევაში საერთოდ გამონაკლისი გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მოწყობა. ჩემი აზრით ყველას უნდა ერქვას ადმინისტრაციული დაყოფა --M. განხილვაწვლილი 08:31, 7 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
de:Verwaltungsgliederung Deutschlands და de:Land (Deutschland) და გერმ. ბმულებს დაუკავშირე.--ცანგალა 09:20, 7 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
არ გვაქვს ამხელა შინაარსის სტატიები, ერთი და იგივე წერია ორივეში, არის ვინმე ამის დამწერი? --M. განხილვაწვლილი 09:25, 7 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
ალბათ ჯერჯერობით არავინ არ არის დამწერი. უბრალოდ ერთი მხოლოდ მხარეების შესახებ არის, ხოლო მეორე გერმანიის ადმინისტრაციული დაყოფა (სოფელი, თემი, რაიონი და ა. შ.). რუსულ ვიკიპედიაშიც ორი სტატიაა. --ცანგალა 09:54, 7 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]
ჰო გასაგებია, იდეაში მასე იყო ინგლისურშიც და მაგიტომაც შევქმენი ალბათ (რა მახსოვს) მაგრამ ახლა შინაარსი ერთი და იგივე აქვს და ინგლისურშიც მაგიტომ გადაიტანეს რომ წლების განმავლობაში დაუწერელი და გაუმართავი იყო --M. განხილვაწვლილი 12:14, 7 იანვარი 2020 (UTC)[უპასუხე]

მგონი ამ საკითხის განსახილველად ყველაზე შესაფერისის ადგილი აქაა, ამიტომ აქვე ვიკითხავ: ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეული — Gemeinde ითარგმნება, როგორც „თემი“, ხოლო Landkreis-ის შესატყვისი „ოლქი“ უნდა იყოს, როგორც მითითებულია ამ სტატიაში, თუმცა სტატიები არსებობს „რაიონის“ სახელით, რაც აშკარად არაა სწორი. შედარებისათვის, რაიონს შეესაბამება Rajon-ი, ამდენად ამ კატეგორიაში არსებული სტატიები „რაიონებიდან“ გადასატანია შესაბამის „ოლქებზე“, მაგრამ რადგანაც ეს არცთუ ხელწამოსაკრავი რაოდენობაა, დამოუკიდებლად ვერ გადავწყვეტ, ამიტომაც თქვენ აზრს ველი.--ILIA განხილვა 19:58, 31 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]

არა, Landkreis იგივე kreis არის რაიონი, ასე აქვთ ინგლისურ ვიკიპედიაშიც (district რაიონია), ასეა რუსულშიც და აქაც, რომელიც შენ დაწერე, წერია, რომ ტერმინი რაიონი გამოიყენება აქ, აქ და აქ და მისი გერმანული შესატყვისი არის Landkreisen. ასე რომ, Landkreisen რაიონია, როგორც თვითონ გერმანული ვიკი გვეუბნება.--Saliner 20:19, 31 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
ამ საკითხებში გარკვეული ნამდვილად არ ვარ, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ თავად სტატიაში რაიონი აღნიშნულია, რომ ეს უკანასკნელი ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენს პოსტსაბჭოთა სივრცეში, ამდენად ეს ტერმინი გერმანიაში ცოტა საეჭვოა.--ILIA განხილვა 20:28, 31 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
კი, საბჭოური ტერმინია, თუმცა ბევრგან ვიყენებთ მას, რადგან იდეურად ყველაზე ზუსტია. ამ შემთხვევაშიც რაიონი ყველაზე შესაფერისი ტერმინია Landkreis-ის აღსანიშნავად (Rajons entsprechen in etwa den deutschen Landkreisen).--Saliner 20:37, 31 იანვარი 2016 (UTC)[უპასუხე]
მეგობრებო, მოდით, სისტემურად შევხედოთ საკითხს. გერმანიის ადმინისტრაციული დაყოფის დონეები შემდეგია:
1. Bund;
2. Land;
3. Regierungsbezirk;
4. Landkreis;
5. Gemeinde;
ამათგან Bund ნიშნავს კავშირს, მაგრამ ქართულად რატომღაც ფედერაცია დამკვიდრდა (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა). თუმცა, გერმანელებს ფედერაციის აღსანიშნავად ცალკე აქვთ სიტყვა Föderation. შეცვლა, რა თქმა უნდა, არ ივარგებს: Bund = ფედერაციას.
Land ნიშნავს მიწას და ეს სახელწოდება ქართულ ენაშიც გავრცელებულია. თუმცა, რატომღაც ჩვენ ვწერთ ფედერალურ მხარეს (თუ არ ვცდები, ესეც ქსე-ს ბრმად მინდობის ბრალია).
Gemeinde ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად არის თემი.
პრობლემატურია Regierungsbezirk-ისა და Landkreis-ის თარგმნა. ამათგან პირველი შედგენილი სიტყვაა: Regierungs ნიშნავს სამთავრობოს, ხოლო Bezirk-ის სემანტიკური მნიშვნელობაა შემოფარგლული, სემანტიკურად დაახლოებით რუსულ ოკრუგს ჰგავს. Landkreis-ს რაც შეეხება, მისი სემანტიკური მნიშვნელობაც მსგავსია: მიწის წრე, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მიწის (ფედერალური მხარის) ფარგლებში მოქცეული „ოკრუგი“. ოკრუგის ქართული შესატყვისი არის ოლქი და არა რაიონი. ეს უკანასკნელი ცალსახად პოსტსაბჭოური ტერმინია და თავად გერმანელები მხოლოდ ადარებენ ლანკრაისს და რაიონს — შეესაბამება არა ტერმინების სემანტიკა, არამედ მათი როლი ადმინისტრაციულ დაყოფაში. ლექსიკონს რომ ჩავხედოთ, Bezirk არის უბანი, რაიონი, ხოლო Kreis-ის განმარტება ასეთია: ოლქი, რაიონი. იქვე: Rat des Kreises — საოლქო საბჭო (ქართულ-გერმანული ლექსიკონი, ორტომეული, გრ. თარაშვილი). აღსანიშნავია ასევე, რომ გერმნაულ ენაში არსებობს სიტყვა Stadtbezirk, რაც ნიშნავს ქალაქის უბანს. ანუ Bezirk-ის პირველადი მნიშვნელობა სწორედ უბანია.
ერთი რამ ცხადია: Kreis და Bezirk უნდა გაიმიჯნოს ტერმინოლოგიურად ქართულ ენაშიც. მე ვფიქრობ, რომ Kreis ცალსახად უნდა იყოს ოლქი, ლექსიკონიცა და სიტყვის სემანტიკაც ამას უჭერს მხარს. რაც შეეხება Bezirk-ს, აქ რაიმე ჩამოყალიბებული აზრი არ მაქვს. Regierungsbezirk-ები საკმაოდ დიდი ტერიტორიებია და მათ სამთავრობო უბნები რომ ვუწოდოთ, რამდენად გამართლებულია, არ ვიცი. არც რაიონი მომწონს ბეცირკისთვის მაინცდამაინც. Deu. 08:19, 1 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
გერმანული არ ვიცი, თუმცა ვმჯელობ ყველა სხვა ენის მიხედვით. რუსებს, არა აქვთ ოკრუგი, რასაც აღნიშნავ, არამედ რაიონი; ინგლისურშიც არის District, რაც ქართულად გადმოდის როგორც რაიონი. სემანტიკურად არ ვიცი, თუმცა Landkreis-ს ადმინისტრაციული დაყოფის იმავე ერთეულად იყენებენ, რასაც ჩვენ რაიონს ვუწოდებთ. იქნებ რაიმე სანდო ნაშრომი იყოს ქართულად გერმანიის ადმინისტრაციული დაყოფის შესახებ და იქ ეწეროს ზუსტად.--Saliner 09:21, 1 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
არაფერი მსგავსი ნაშრომი არ არსებობს. ლექსიკონი არაა სანდო? :) ინგლისელები ყველანაირ ტერმინს District-ს უწოდებენ, რაც კი ამ დონეს შეესაბამება და ეს არ ნიშნავს, რომ რაიონად უნდა ვთარგმნოთ მაინცდამაინც. Deu. 09:23, 1 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
კი, მაგრამ ლექსიკონში ხომ ორივე წერია? თან სხვა ვიკიპედიებშიც ასე აქვთ, გერმანელებიც აღნიშნავენ, რომ რაიონი მაქსიმალურად ახლოსაა იმასთან, რაც გერმანიაში Landkreis-ია. იქნებ სხვა, ადმინისტრაციულ ერთეულებში გარკვეულებმაც გამოთქვან საკუთარი აზრი.--Saliner 12:51, 1 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
თორნიკე, გერმანულ გერმანულ სტატიაში არსად წერია, რომ ლანდკრაისი ეს იგივე რაიონია. არც ამ სტატიაში წერია, რომ ლანდკრაისს შეესაბამება რაიონი. მანდ მხოლოდ ის წერია, რომ რაიონები თავისი მნიშვნელობით დაახლოებით შესაბამისია გერმანიის ლანდკრაისებისა და ავსტრიის ბეცირკებისა. გერმანელი მკითხველისათვის გასაგები ტერმინებითაა ახსნილი, თუ რა დონის დაყოფაზეა საუბარი. აქ არაა ტერმინთა თარგმანზე საუბარი. ზუსტად ასეთივე წარმატებით შეგვეძლო ვთქვათ ჩვენც: რაიონი თავისი მნიშვნელობით დაახლოებით შეესაბამება მუნიციპალიტეტებს საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფით. და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტი და რაიონი ერთი და იგივეა, ანდა რომელიმე ენაზე ქართულ მუნიციპალიტეტს შეიძლება რაიონი ეწოდოს.
რაც შეეხება სხვა ვიკიპედიებს, გადახედეთ ინტერვიკის: რაიონი მხოლოდ რამდენიმეს უწერია, ისიც პოსტსაბჭოურებს. სლავური ენების უმეტესობა იყენებს ტერმინს ოგრუგ, ოკრუზ. სხვები არჩევენ, ორიგინალი დატოვონ: ლანდკრაისი. ინგლისური ტერმინი District კი მხოლოდ რაიონის შესატყვისი არაა და ინგლისელები ამ სიტყვაში ისეთ დასახელებებსაც აერთიანებენ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ტერმინ რაიონთან.
ლექსიკონი გარკვევით წერს, რომ Kreis ეს არის ოლქი, ასევე რაიონიც. იმავე ადგილას, Rat des Kreises ნათარგმნია, როგორც საოლქო საბჭო (და არა რაიონული საბჭო — ასეთი ალტერნატიული თარგმანიც კი არაა მოყვანილი). უპიტატესობა მინიჭებული აქვს ოლქს. Deu. 14:10, 1 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
გთხოვთ, სხვებმაც დააფიქსირეთ თქვენი აზრი!!!--ILIA განხილვა 14:46, 3 თებერვალი 2016 (UTC)[უპასუხე]
რადგანაც საქმე საკმაოდ ბევრ სტატიას ეხება, კარგი არ იქნება გადატანა სხვა მომხმარებლების აზრის გათვალისწინების გარეშე მოხდეს, ამიტომ, გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი პოზიცია.--ILIA მომწერეთ 16:11, 1 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]
ჩემი პოზიცია უცვლელია და ისევ რაიონს მივიჩნევ მათებულად. იმედია, სხვებიც გამოხატავენ აზრს.--Saliner 22:35, 1 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]
ამასწინ რომელიღაც განხილვაში წავაწყდი ინფორმაციას, რომ ადმინისტრაციული ერთეულების მშობლიური სახელებით შემოტანაზე იყო მიღწეული შეთანხმება, აქ არ ვრცელდება? და კიდევ დეუმ თქვა Landkreis უდრის რუსულ ოკრუგსო, ოკრუგი კი, რუსულიდან ითარგმნება, როგორც ოლქიო, ეს მემგონი არ არის სწორი, რადგან რუსულიდან ობლასტი ითარგმნება, როგორც ოლქი, ოკრუგი კი პირდაპირ შემოდის - ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი--GagaVaa 09:23, 5 მარტი 2016 (UTC)[უპასუხე]