განხილვა:ტაო

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რატომ არის ტაო მესხეთის ნაწილი?! ტაო -ტაოა, მესხეთი - მესხეთი. იქნებ გაასწოროთ და ნუ ურევთ მცნებებს ერთმანეთში.--Gaamagre განხილვაწვლილი 23:01, 28 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

რუსულ ვიკიპედიას რომ დაუჯერო, გამოდის რომ ძირძველი სომხეთის ნაწილია ვიკრიჭები ვიკრიჭები ვიკრიჭები --Henry McClean განხილვაწვლილი 23:19, 28 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

საერთოდ კი, წაშლის დროსაც კარგი იქნება, წყაროები მიეთითოს. --Henry McClean განხილვაწვლილი 23:25, 28 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

მე სხვა რამეც მაღელვებს. რად უნდა სომხური წარწერა ფრჩხილებში, ამ ძირძველ ქართულ კუთხეს? --ჯაბა ლაბაძე 03:54, 29 მარტი 2012 (UTC)[უპასუხე]

სომხური წარწერა აუცილებელია, იმიტომ, რომ არსებობს ამ მხარის სომხური სახელწოდებაც. რაც მთავარია, რუსულ და ინგლისურ ვიკიპედიაში (ალბათ სხვაგანაც) არის ორ-ორი სტატია - ”ტაო” და ”ტაიქ”-ი, ერთგან სომხები წერენ, რასაც საჭიროდ ჩათვლიან, მეორეგან კი ქართველები. გაუთვითცნობიერებელ ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ ეს ორი სხვადასხვა თემაა. როგორც ამ სტატიების ისტორიიდან ჩანს, ვერ ხერხდება მათი შეჯერება და გაერთიანება. ასეთ პირობებში აუცილებელია სომხური სახელწოდების მითითება. (კარგი იქნებოდა ყველა ენაზე იყოს ასეთი მინიშნება)--Gaamagre განხილვაწვლილი 18:45, 9 აპრილი 2012 (UTC)[უპასუხე]

ვეხმიანები Gaamagre-ს. ჭოროხის ბასეინი თუხარისის ციხის გამო ეკუთვნოდა ოცხოსს. შესაბამისად ეს ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია. თხოვნაა ნუ ავურევთ მესხეთს და სამცხეს ერთმანეთში. სამცხე ეს ისეთივე ნაწილია ოცხოსის წილის და მესხეთის, როგორც გურია-აჭარა.

პ.ს. ალბათ ცნებებს უნდა გეთქვათ...--Surprizi განხილვაწვლილი 12:51, 22 ივლისი 2018 (UTC)[უპასუხე]

@Lasha-george: რას გავს ეს რაც ახლა შენ ამ სტატიას დამართე? კლასიკურ დეფინიციას აშორებ და უწერ სხვა ტექსტს? ეს შენი ცვლილება უკან დასაბრუნებელია. --Wiki - ჯაბა 09:12, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

გეოგრაფიაში გადავიტანე, თუმცა შეიძლება ცალკე დაიწეროს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:20, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ისე რომ ტექსტი მოწესტიგდეს.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:21, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

დეფინიცია იცი რა არის? და იცი მისი დანიშნულება? დააბრუნე დეფინიცია სტატიის დასაწყისში. სხვა რედაქტირებასაც გადავხედავ მერწმუნე.--Wiki - ჯაბა 09:21, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ვიცი, დავაბრუნებ. ეს გკითხე.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:23, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
@Jaba1977:; @Lasha-george: ნახეთ რა საინტერესო რაღაც წერია რუსულ ვიკიპედიაში :) „Приблизительно соответствует области Тайк античного государства Великая Армения.“----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 09:26, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მკითხე? :) კითხვის ნიშნები ვერ დავინახე უბრალოდ. მაშინ ველოდები რომ მოაწესრიგო სტატია. წინააღმდეგ შემთხვევაში მე მივხედავ. --Wiki - ჯაბა 09:26, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მემგონი რუსებს „ტაო“ და „ტაიქი“ აერიათ :)----ჯეო4WIKIგანხილვაწვლილი 09:28, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

მერე გაეცი პასუხი. შენ ხომ რუსულ ვიკიში ვერაფერს გაკლებენ :) --Wiki - ჯაბა 09:29, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია, Великая Армения ძვ. წ. 190 — 428 წლებში არსებული, რომელსაც ტიგრან II-ემ ჩაუყარა საფუძველი მოგვიანო პერიოდში ქართველებმა დაიკავეს, უფრო სწორად დაიბრუნეს. მე მხოლოდ ინფოდაფა, ტაონის ტექსტი და მმართველები ჩავსვი. დეფინიცია სტატიის დასაწყისში დავაბრუნე. @Jaba1977:, დანარჩენი შეგიძლიათ კორექტივები შეიტანოთ. გმადლობთ.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:34, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ძვ. წ. 190 — 428 წწ.? მე ამ თარიღს ვერ ვცნობ. ისტორიით დაინტერესებულ ადამიანს ასეთი რამ არ უნდა შეეშალოს. დიახ კორექტივებს შევიტან. მადლობა. --Wiki - ჯაბა 09:36, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

დიდი არმენია. უბრალოდ იმის თქმა მინდოდა თუ რა სხვაობაა ტაიქსა და ტაოს შორის, რომ წარსულში დიდი სომხეთის პროვინცია იყო, მაგრამ არა მოგვიანო პერიოდში. მადლობა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:40, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ძვ. წ. 190 — ახ. წ. 428 ალბათ ეს იგულისხმე. --Wiki - ჯაბა 09:41, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

კი. ანუ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე იყო დიაოხიდან და ძველი მოსხებიდან მოყოლებული, შემდეგ ტიგრანმა მიიერთა ჩაასახლა რა იქ სომხური მოსახლეობა და სწორედ რომის იმპერიამ წაჰგვარა მას ეს პროვინცია, რის შემდეგაც დიდი სომხეთის გავლენა მისსავე პროვინციაში საგრძნობლად შესუსტდა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 09:45, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

ინფოდაფის შესახებ[წყაროს რედაქტირება]

რამდენად მიზანშეწონილია აღნიშნული ინფოდაფის გამოყენება სტატიაში? ეს არის სტატია ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარეზე და აქ ინფოდაფა ყოფილი სამეფო/ქვეყანა-ს გამოყენება არ მეჩვენება მთლად სწორი გადაწყვეტილება. --Wiki - ჯაბა 15:36, 1 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

შესაძლებელია ინფოდაფა ამოღებულ იქნას როგორც ტაოს, ისე კლარჯეთის საერისთავოში. ეს უკანასკნელი კი უპრიანი იქნებოდა კლარჯეთს შერწყმოდა.--გოგოლაური განხილვაწვლილი 06:47, 2 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

აქედან ამოვიღებ მაშინ ამ ინფოდაფას. მაგრამ ზემოთხსენებული სტატიების შერწყმა რატომ? ერთი მხარეა, მეორე საერისთავო. ცოტა ფრთხილად მიუდექი მსგავს საკითხებს. და კიდევ ერთი: მაგ სტატიებსაც აქვთ განხილვის გვერდი და იქ შეგიძ₾ლია დაწერო. ერთი სტატიის განხილვაში მეორეს შერწყმის შესახებ არ იწერება. წარმატებები. --Wiki - ჯაბა 07:03, 2 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

კარგი დავწერ კლარჯეთის განხილვის გვერდზე.--გოგოლაური განხილვაწვლილი 08:50, 2 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

სად წავიდა ჩვენი მეგობარი? (სტატიის აქტიური დამუშავების დაწყების თარიღიდან გავიდა 212 დღე.) Surprizi (განხილვა/წვლილი) 17:01, 29 იანვარი 2023 (UTC)[უპასუხე]