განხილვა:სპექტრი (კოლეჯი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტატია წასაშლელია ჩემი აზრით, ვინაიდან მხოლოდ კოლეჯის რეკლამირებას ემსახურება და არა ენციკლოპედიური ინფორმაციის მოწოდებას. – BruTe () 06:54, 27 ივნისი 2012 (UTC)

სტატია არ იყო დასრულებული, ვაპირებდი დამთავრებას, მაგრამ მომიწია გასვლა, რის გამოც ვერ შევძელი, დავწერე თავიდან, შეცვლილი ფორმით, როგორ შეიძლება დავდო თავიდან და გადაამოწმოთ?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ნატალი (განხილვაწვლილი) .

როგორც ზემოთ წერია, ამ სახით სტატია საერთოდაც წასაშლელია, რადგან არ აქვს ენციკლოპედიური ხასიათი და მხოლოდ კონკრეტული დაწესებულების რეკლამირებას ემსახურება. გადააკეთეთ სტატია ისე, რომ შეესაბამებოდეს ენციკლოპედიის მოთხოვნებს, რათა არ წაიშალოს. — მიხეილ მიწერა 14:47, 27 ივნისი 2012 (UTC)

ვიკიპეიაზე რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის შესახებ დევს ინფორმაცია, ესეც რეკლამაა? რაც შეეხება წყაროებს, მე ამ კოლეჯში ვმუშაობ :) მინდა განახლებული სტატია დავდო და გადახედეთ, ამისათვის თავიდან დავწერო, სათაურით - "სპექტრი (კოლეჯი)" თუ უბრალოდ შევასწორო?— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ნატალი (განხილვაწვლილი) .

კარგად გადახედეთ იმ სტატიებს, იქ ასეთ ფრაზებს იპოვით, როგორიც ესაა? „რაც საშუალებას იძლევა განვახორციელოთ ოცდაათზე მეტი სასწავლო პროგრამა..“? ვიკიპედია ენციკლოპედიაა და აქ წერის სტილი განსხვავდება ბლოგებზე თუ ოფიციალურ საიტზე წერის სტილისგან. შესასწორებლად ახლის დაწერა საჭირო არაა, ამავე სტატიაში იმუშავეთ. წყარო აუცილებელია, სტატიაში ხომ არ ჩავწერთ „წყარო: თანამშრომელი“? სასაცილოა ასეთი მიდგომა ენციკლოპედიასთან. და კიდევ, განხილვებში მონაწილეობისას ხელი მოაწერეთ. --მიხეილ მიწერა 15:05, 27 ივნისი 2012 (UTC)

ბოდიში, მაგრამ მაინც ვერ ვხედავ, „რაც საშუალებას იძლევა განვახორციელოთ ოცდაათზე მეტი სასწავლო პროგრამა..“, ამაში რეკლამას და არც ისე სასაცილოა, გმადლობთ ინფორმაციისათვის ნატალი განხილვაწვლილი

კარგით, თუ ვერ ხედავთ, გასაგებია ყველაფერი — თქვენი პრობლემა ისაა, რომ სტატიაზე მუშაობა ისე დაიწყეთ, არც კი გაეცანით რა არ არის ვიკიპედია. წარმატებები. — მიხეილ მიწერა 15:17, 27 ივნისი 2012 (UTC)

პირიქით, გავეცანი, მაგრამ სტატიაზე მუშაობა ისე დავიწყე, რომ დასრულებული სახე არ მივეცი და ისე დავდე და რატომღაც ვიფიქრე, რომ ხვალ შევასწორებდი. რაც არ უნდა იყოს ჩემი ბრალია ))) გმადლობთ, წარმატებები ასევე :)ნატალი განხილვაწვლილი

უნდა გვესმოდეს, რომ ვიკიპედიაში მიდგომა მხოლოდ ენციკლოპედიური უნდა იყოს. ვიკიპედიას თავისი წესები აქვს და მასზე დაყრდნობით უნდა იმუშავოთ. გადაიკითხეთ სრულად ვიკიპედიის წესები. ასეთი ფრაზები („რაც საშუალებას იძლევა განვახორციელოთ ოცდაათზე მეტი სასწავლო პროგრამა..“) აქ არაფრის მომცემია.--ოთოჯი / მომწერე 15:29, 27 ივნისი 2012 (UTC)
გამოვასწორებ :)) ნატალი განხილვაწვლილი

სტატია წაშლას გადავარჩინე, თუმცა კვლავაც შეიცას არაენციკლოპედიურ მასალას. — მიხეილ მიწერა 12:07, 5 ივლისი 2012 (UTC)

სპეციალობები[წყაროს რედაქტირება]

სპეციალობები არის აქ. სტატიაში საჭიროა დაკონკრეტება? --H.McC. (მომწერეთ) 12:15, 5 ივლისი 2012 (UTC)

გეთანხმები, ამოვიღებ ახლავე. --მიხეილ მიწერა 12:18, 5 ივლისი 2012 (UTC)

ვფიქრობდი, რომ ამაზეც მივიღებდი შენიშვნას და ამიტომ გადავხედე სხვადასხვა სასწავლებლის ისტორიას და ვნახე ფაკულტეტები, გმადლობ მიხეილ დახმარებისთვის, მაგრამ შეგიძლია ფაკულტეტები ნახო აქაც, არ ვიცი ამის მოყვანის უფლება მქონდა თუ არა, უბრალოდ მინდა გაჩვენოთ :))--ნატალი განხილვაწვლილი 14:09, 5 ივლისი 2012 (UTC)

ტრანსპორტზე ვერ შეგედავებით, მაგრამ დავამატებ და გეტყვით, რომ შეგიძლიათ აქაც შეხვიდეთ და იხილოთ რეკვიზიტებიც :)— წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა ნატალი (განხილვაწვლილი) .
უკაცრავად, მე არავის არ ვაკნინებ, მაგრამ მოდით, იცით, ამხელა უნივერსიტეტისა და კოლეჯის ერთ ქვაბში მოხარშვა ცოტა არ იყოს და არ მგონია სწორი. --მიხეილ მიწერა 14:27, 5 ივლისი 2012 (UTC)
მართალი ბრძანდებით, მაგრამ, ვთვლი, რომ ეს პროფესიული სასწავლებელი ძალიან აქტუალური თემაა დღევანდელ რეალობაში და ვფიქრობთ, რომ სათანადო და დამსახურებული ადგილი უნდა ეკავოს საგანმანათლებლო სივრცეში და ის სპეციალობები, რომელიბიც ისწავლება ამ სასწავლებელში, სერიოზული ბაზაა უმაღლესი სასწავლებლისთვის და ამიტომაც, ჩვენ დაინტერესებული ვართ, ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვიკიპედიაში ამომწურავად იდოს ინფორმაცია --ნატალი განხილვაწვლილი 09:48, 1 აგვისტო 2012 (UTC)