შინაარსზე გადასვლა

განხილვა:ნიკოლაი კოპერნიკი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნიკოლაი, ან მიკოლა კოპერნიკი. მაგრამ არანაერად ნიკოლოზი, სახელების გაქართულება არ შეიძლება (Nikolaus Kopernikus, Nicolaus Copernicus, Коперник, Николай, Коперник Микола) :) – Mero ® 14:25, 2 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

კოპერნიკი ნიკოლოზ (ნიკოლაი) - ქსე, ტ. 5, გვ. 660, თბ., 1980, კოპერნიკი ნიკოლოზ (მიკოლაი) - უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 183, თბ., 1980 --ცანგალა () 14:37, 2 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

მაშინ გადამისამართება უნდა, (მიხარია აქ რომ გხედავ) :) – Mero ® 14:39, 2 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ნიკოლოზ კოპერნიკი ვინღაა? აქამდე ნიკოლაი ვიცოდი ვიღიმი --ლევანი 17:19, 2 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

მეც, მაგრამ წყარო არსებობს. ისე მთავარი სტატია ნიკოლაი-თ ხომ არ გადავაკეთოთ? მაინც ნიკოლაით უფრო ცნობილია :) – Mero ® 05:53, 3 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

pl:Mikołaj Kopernik - ეს არის პოლონური სტატია. ე. ი. მიკოლაი (რატომღაც მე ასე მგონია რომ იკითხება). ნიკოლაი შემთხვევით რუსული ხომ არ არის Коперник, Николай ? რომ დავუკვირდეთ ინგლისურს Nicolaus Copernicus, გერმანულს Nikolaus Kopernikus - თარგმნილია და უკრაინულიც კი (მიკოლა და არა მიკოლაი) Коперник Микола. იქნებ საქართველოში ნიკოლაით არასწორად დამკვიდრდა? ქართული სალიტერატურო ენის ნორმებზე დაყრდნობით ნიკოლოზი არის. საინტერესოა სხვა მომხმარებლების აზრიც. იმედია გამოხმაურება იქნება. მე მაინც ნორმებს ვეყრდნობი.--ცანგალა () 09:43, 3 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

დარჩეს მაშინ ესე და ნიკოლაი კოპერნიკიდან გაკეთდეს გადმომისამართება --ლევანი 09:00, 4 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

თავიდან შემეშალა, წიგნებში მიკოლაი კოპერნიკი წერია და ესე უფო მართებულია --sandro_14 17:05, 17 სექტემბერი, 2008

რა წიგნებს გულისხმობ - ქსე და უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი შექმნილია ქართული სალიტერატურო ენის ნორმების მიხედვით. მართალია ეს ნორმები მოძველებულია, მაგრამ თუ ახალი ნორმები არ არსებობს უნდა დარჩეს ძველი. გთხოვ მიუთითო წიგნები. ბევრ წიგნებში ზოგჯერ ნორმები დარღვეულია. დაველოდოთ სხვების აზრსაც.--ცანგალა () 13:26, 17 სექტემბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

უნდა იყოს მიკოლა და არა ნიკოლოზი --Temuri-r 11:55, 10 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ქართული სალიტერატურო ნორმების მიხედვით არის ნიკოლოზი. --ცანგალა () 11:57, 10 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

აუ ეს მგონი ზუსტად არაა სწორი, მაშინ დაიანა როს კი არა დიანა როს უნდა იყოს, ჯორჯ ბუში კი არა გიორგი ბუში. ეს უკვე არანაირ ფარგლებში არ ეტევა. რატომ ვთარგმით სახელებს ვწუხვარ--Temuri-r 12:01, 10 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

უკაცრავად,მაგრამ საიდან დაასკვენით კოპერნიკუსის პოლონელობა? --იბერია განხილვაწვლილი 11:40, 16 ივნისი 2011 (UTC)[უპასუხე]

სახელის შეცვლასთან დაკავშირებით

[წყაროს რედაქტირება]

სტატიის ამჟამინდელი სათაური ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. არ შეიძლება ასეთ დროს სახელის ქართულ ყაიდაზე მორგება. კოპერნიკი ან ნიკოლაი-ზე ან მიკოლაი-ზე უნდა გადავიტანოთ. ნიკოლოზზე არ უნდა დარჩეს. ყველა ასეთი სტატია სასწარაფო წესითაა გასასწორებელი. - OTOGI Messages 17:22, 6 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

პოლონურ ვიკიპედიაზე ვკითხულობთ პოლ. Mikołaj Kopernik, ლათ. Nicolaus Copernicus[a], გერმ. Nikolaus Kopernikus, გერმანულში კი დამატებით წერია eigentlich რეალურად Niklas Koppernigk. კოპერნიკი ნიკოლოზ (მიკოლა) — ესეც ქართული ვარიანტი (მაინც დავწერე). როგორც ვიცი სახელმწიფო ენის დეპარტამენტთან აქვს კონტაქტი მომხმარებელი:Melberg იხ. განხილვა:მრისხანების მტევნები (რომანი) მათ შევეკითხოთ. ისინი არიან ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია და არა ქართული ვიკიპედიის მომხმარებლები, რომლებიც არ ვართ სპეციალისტები. ვთხოვოთ მომხმარებელი:Melberg, რომ შეეკითხოს მათ.--ცანგალა/ 11:25, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მე პირადად ლათინურ ფორმას ავირჩევდი, იმ დროსაც შეეფერება.--ცანგალა/ 11:30, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
კარგია, რომ შეცდომებზე ალაპარაკდი. ამიტომაა, რომ ახლა ამ ნაგვის აღება გვიწევს კვალდაკვალ. მისი ეროვნება სადავოა ამდენად გეთანხმები, ნიკოლაი კოპერნიკი კარგი ვარიანტია. - OTOGI Messages 11:51, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მე შეცდომებს ვერსად ვხედავ. საინტერესოა რას გვეტყვის სახელმწიფო ენის დეპარტამენტი. ნიკოლაი (რომელი ენიდან?) კოპერნიკი — ეს ლათინური ფორმა არ არის (ეს შენი არჩევანია და რუს. ru:Коперник, Николай), ხოლო ჩემი ლათინური ფორმაა ლათ. Nicolaus Copernicus[a] ნიკოლაუს კოპერნიკუსი. ისიც ვიცი, რომ უმრავლესობა ლათინურ ფორმას არ დაუჭერს მხარს და რუსუსლ ფორმას აირჩევს, ხოლო ქართულად ნიკოლაი არის ნიკოლოზი. --ცანგალა/ 12:33, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
მე, იმისთვის არ დამიწყია ეს განხილვა, რომ შენ გელაპარაკო. დაწერე და გავიგეთ. მე მაქვს ლაპარაკი ჯერ სახელზე. დიდი ასოებით წერია ამ თემის დასახელება. წაიკითხე. ჯერ სახელი გავარკვიოთ, თუკი იქნება შენიშვნა შემდეგ გვარიც. ნებისმიერი სახელის მომხრე ვარ გარდა ნიკოლოზისა. ნიკოლაი, მიკოლაი, ნიკოლაუსი. არც ერთი არ არის პრობლემა ჩემთვის. - OTOGI Messages 12:52, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
შენ განხილვა დაიწყე, რომ ყველას ესაუბრო. უბრალოდ მე ვსაუბრობ იმაზე, რომ რუსული ვარიანტი არ უნდა დამკვიდრდეს. ოკუპანტის ენას ქართულ ვიკიპედიაში საქმე არ აქვს.--ცანგალა/ 13:20, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]
ესეც გადასახედია იმდენი ნიკოლოზი წერია იხ. თარგი:რომის პაპები--ცანგალა/ 14:05, 7 დეკემბერი 2020 (UTC)[უპასუხე]

არ არის დრო შევცვალოთ ეს სახელი? ნიკოლაი კოპერნიკის სახელითაა ეს კაცი უფრო მეტად ცნობილი და რავი... ყოველშემთხვევაში ნიკოლოზი არანაირად! --Wiki - ჯაბა 18:10, 10 იანვარი 2021 (UTC)[უპასუხე]

გადატანილია ნიკოლაი-ზე. - OTOGI Messages 17:13, 3 მაისი 2021 (UTC)[უპასუხე]