განხილვა:მეწამორის ატომური ელექტროსადგური

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია შექმნილია პროექტი „სომხეთის კვირეულის“ ფარგლებში.

ქართულად მართებულია მეწამორი. —დათო 09:02, 6 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]

წყარო მიუთითეთ ხოლმე. ა.

სომხეთის მთავრობამ თავის რიგით სხდომაზე მოიწონა სომხური ატომური სადგურის ექსპლოატაციიდან გამოყვანის სტრატეგია --გიორგი    11:17, 6 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]

წყარო ცანგალას აქვს. ქსე-ს მიხედვით მეწამორია. ასევე სომხურადაც მეწამორ წერია. —დათო 12:27, 6 იანვარი 2009 (UTC)[უპასუხე]


ფიზიკოსებთან მაქვს შეხება და მათგან ვიცი, რომ ატომური ბომბი, ატომური სადგური – ეს საბჭოეთის დროს დამკვიდრებული არასწორი ტერმინებია და სამეცნიერო ლიტერატურაში (ფიზიკაში) არც არასოდეს ყოფილა მიღებული. სწორია ბირთვული ბომბი, ბირთვული სადგური. შესაბამისად სათაური უნდა იყოს მეწამორის ბირთვული ელექტროსადგური. ამაში მარტივად დარწმუნდებით, თუ გადახედავთ ენათაშორის ბმულებს, ყველგან ბირთვია გამოყენებული და არა ატომი (Metsamor Nuclear Power Plant). შეგიძლიათ ქსე–შიც მოიძიოთ თუ იქნება სტატია ბირთვული/ატომური ბომბი (ან რამე ეგეთი). — დავით პასუხი 17:10, 19 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ფიზიკოსებმა დაახლოებით ასე ამიხსნეს: ატომის დაშლა დიდი არაფერი მოვლენაა, ყოველთვის ხდება ეს ბუნებრივ პირობებშიც, ხოლო ატომის ბირთვის დაშლისას გამოიყოფა ის დიდი ენერგია, რომელსაც იყენებენ სადგურებში. სწორედ ამიტომაა სადგური ბირთვული და არა ატომური. — დავით პასუხი 17:12, 19 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
და გთხოვთ, შემოიხედეთ აქეთ! ნუ მიაგდებთ ამ განხილვას. — დავით პასუხი 17:13, 19 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ეხლა ვნახე ქსე და იქ შემდეგი სათაურის სტატიებია ბირთვული ბომბი, ბირთვული გარსი, ბირთვული ენერგია, ბირთვული იარაღი, ბირთვული რეაქტორი და სხვ. წინა ხელმოუწერელი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა David1010 (განხილვაწვლილი) . ხელმოწერა არის საუბარში აუცილებელი წესი: ამისთვის ჩაბეჭდეთ ოთხი ტილდა (~~~~) თქვენი კომენტარის ბოლოს, ან დააჭირეთ ვიკირედაქტორის შესაბამის ღილაკს - .

ქსე, ტ. 2, გვ. 399 და ა. შ. ვიღაცას უკვე შემოუტანია პასუხი. --ცანგალა () 17:40, 19 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
მადლობა. იქნებ ატომურზეც ნახოთ... ბირთვული რომაა სწორი, უკვე დავრწმუნდი, მაგრამ საინტერესოა ატომურზეც თუა რამე. — დავით პასუხი 17:42, 19 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ვნახე ატომური ბომბი - ქსე, ტ. 1, გვ. 677, თბ., 1975ცანგალა () 17:50, 19 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ატომური ელექტროსადგური, ატომური ენერგეტიკა - იქვე--ცანგალა () 17:51, 19 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
ჰმ. ვერ გავიგე, ატომურებიდან გადამისამართებებია გაკეთებული თუ ორივე სახელზეა სტატიები, ატომურზეც და ბირთვულზეც? — დავით პასუხი 17:59, 19 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

de:Kernkraftwerk — ნიშნავს ბირთვულ ელექტროსადგურს. თუმცა, ქართული და რუსული ინტერვიკი გადადის ატომურებზე. თვითონ გერმანული სტატია იწყება ამგვარად: ბირთვული ელექტროსადგური (ბეს) ასევე ატომური ელექტრო სადგური (აეს)... ამგვარად, ეს ორი ტერმინი ერთი და იგივეა. უბრალოდ, ბირთვული უფრო გამართლებულია, ვინაიდან ყველა ფიზიკოსმა ასე მითხრა, ვისაც ვკითხე. ამ სადგურებში ბირთვული რეაქციები მიმდინარეობს და არა ატომური (ამას ქართული სტატიაც წერს). რას იტყვით, გადავიტანოთ ბირთვულზე? — დავით პასუხი 05:47, 20 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

ქსე, ტ. 1, გვ.677 –

  • ატომური ბომბი, ... ტერმინ ატომური ბომბის ნაცვლად ამჟამად იხმარება ბირთვული ბომბი, ბირთვული იარაღი.

ქსე, ტ. 1, გვ.678 –

  • ატომური ენერგია, იხ. ბირთვული ენერგია.

ქსე, ტ. 1, გვ.679 –

  • ატომური იარაღი, საომარი იარაღი, ... ტერმინი ამჟამად იშვიათად იხმარება; უფრო სწორია ბირთვული იარაღი.
  • ატომური რეაქტორი, იხ. ბირთვული რეაქტორი.

რაც შეეხება თავად ატომურ ელექტროსადგურს მასზე მხოლოდ ერთი სათაურის მქონე სტატია არსებობს ატომური ელექტროსადგური ე.ი ელექტროსადგურის შემდთხვევაში სწორია ატომური და არა ბურთვული--დავით XXI 06:44, 20 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია. მადლობა. მაგრამ უცნაურია... ვენდოთ მაშინ ქსე–ს და დავტოვოთ ესეც ასე, როგორცაა. (მაგრამ, ვფიქრობ შეცდომაა გაპარული, თითქმის ყველა ენაზე სადგურსაც ბირთვული ჰქვია)... — დავით პასუხი 07:58, 20 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]
გავაკეთოთ, როგორც ქსე გვთავაზობს. გეთანხმებით.--ცანგალა () 10:32, 20 მარტი 2011 (UTC)[უპასუხე]