მეწამორის ატომური ელექტროსადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მეწამორის ელექტროსადგური

სომხეთის აეს ან მეწამორის ატომური ელექტროსადგური (სომხ. Մեծամոր ատոմակայան) — მდებარეობს ქალაქ მეწამორთან, სომხეთი, ერევნიდან დაახ. 30 კმ-ში. ელექტროსადგური აშენდა 1970-იან წლებში და შედგება ორი ენერგობლოკისგან ВВЭР-440 ტიპის რეაქტორებით. ერთი ბლოკის სითბური წარმადობა შეადგენს 1375 მბტ-ს, ელექტრული კი — 440 მბტ-ს. იმ პერიოდში გამოყენებული ტექნოლოგია უკვე აღარ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს.

ელექტროსადგური აწარმოებს სომხეთის ელექტროენერგიის დაახ. 40%-ს. 1988 წელს მომხდარი მიწისძვრის გამო ის დროებით დაიხურა, თუმცა თურქეთისა და აზერბაიჯანის ბლოკადის გამო, რომელმაც ქვეყანაში ენერგიის უკმარისობა გამოიწვია, სომხეთის მთავრობამ 1993 წელს ელექტროსადგურის ერთი რეაქტორი ისევ აამუშავა. მეორე რეაქტორი ექსპლუატაციაში გაუშვეს 1995 წლის 26 ოქტომბერს. არსებული რესურსებით ატომურ ელექტროსადგურს შეუძლია 2016 წლამდე იმუშაოს.

სადგურს მართავს რუსული კომპანია ИНТЕР РАО ЕЭС, РАО ЕЭС-სა და როსენერგოატომის ერთობლივი შვილობილი საწარმო 2003 წლიდან, ხუთწლიანი შეთანხმებით, სომხეთის დავალიანების დაფარვაში დახმარების მიზნით.

სომხეთში ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკება ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე 1000 ან 1200 მვ სიმძლავრით, რომლის მშენებლობა $5,2 - 7,2 მილიარდი უნდა დაჯდეს. ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობა შესაძლოა დაიწყოს 2011 წელს და მწყობრში ჩადგება 2017 წლისთვის.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]