შინაარსზე გადასვლა

განხილვა:იოზეფ გებელსი

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიმდინარე სტატუსი მითითებული არ არის!
მთავარი გვერდი ეს სტატია გამოჩნდა ვიკიპედიის მთავარ გვერდზე სექციაში რჩეული სტატია (9 ოქტომბერი, 2008).


თუ შეიძლება ნახოთ გებელსის მართლწერა შემდეგ გვერდზე:http://mamuli.net

Zangala 21:46, 7 დეკემბერი 2005 (UTC)[უპასუხე]

ქეთინო, სანამ ჩაასწორებდე ჩემს თემებს, ჩემი აზრიც რომ გეკითხა არ იქნებოდა ძნელი. და მამულის გვერდის შემქმნელებს მრავალ თემაში ტენდენციურობაში და მიკერძოებულობაში დებდით ბრალს და ახლა უცებ ეგენი თუ გებელსს ამბობენ ამიტომ ჭეშამრიტებაა ამ ფორმით ამ გვარის ხმარება? გიორგი მარუაშვილი 21:57, 7 დეკემბერი 2005 (UTC)[უპასუხე]


ეს გვერდი მხოლოდ გუშინ 07.12.2005 აღმოვაჩინე. აქედან გამომდინარე მის ტენდენციურობაში და მიკერძოებულობაში არა მგონია თქვენთან მქონოდა ან ე-მაილით ან ტელეფონით საუბარი. ხოლო წვრილმანი არ არის - მართლწერა. იგივე ხდება რუსული ალეკსანდრე და ა.შ.

რას შეეხება თქვენთან შეკითხვას - მე დიდი ხანია, თითქმის, რაც ეს სტატის დაიწერა თქვენ გეუბნებოდით მის მართლწერაზე. აგრეთვე ყავახანაშიც იყო ამაზე საუბრები.

მე თქვენ პატივს გცემთ (ალბათ ამას თქვენთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს), მაგრამ ძალიან ცუდია, რომ ზოგჯერ სხვებს არ უსმენთ, რაც არ უნდა მართლები იყვნენ. - Zangala 08:29, 8 დეკემბერი 2005 (UTC)[უპასუხე]

მთავარ სურათში "გიობელსი" წერია. ნუთუ ვერ გახდა შესაძლებელი ზოგადი წესის გარდა გარკვეულიყო როგორ არის დამკვიდრებული ოფიციალურად ეს გვარი აქ? - ალ-ო / 07:52, 24 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ქსე ტ. 3, გვ. 28 აგრეთვე უცხოურ პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი გვ. 79 წერია იოზეფ პაულ გებელსი. გუგლში ვნახე გიობელს მხოლოდ ვიკიპედია იძლევა - შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ხოლო გებელს სხვა გვერდებიც იძლევა. ისე ვერ გავიგე - ზოგადი წესის გარდა გარკვეულიყო როგორ არის დამკვიდრებული ოფიციალურად ეს გვარი აქ? --ცანგალა () 09:04, 24 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

ოკ, ნიშნავდა: ხშირად ქართულში დამკვიდრებული უცხო სიტყვა თვით იმ უცხოენოვან ორიგინალთან შედარებისას არ პასუხობს გადმოქართულების ზოგად წესს და ეს შემთხვევები გასათვალიწინებელია. ამ პიროვნებასთან ალბათ ამას კავშირი არა აქვს. უბრალოდ ზოგადად უნდა მივაქციოთ ყურადღება. თუ გარკვეულია რა არის სწორი ფორმა, მაშინ სტატიაშიც უნდა გასწორდეს ალბათ. - ალ-ო / 09:15, 24 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

სამწუხაროდ ქართულ ვიკიპედიაში დამკვიდრდა - "ჩემი სტატია" - აქედან გამომდინარე ავტორი ლაპარაკობს რომ გიობელსი არის სწორი ფორმა - მე არ ვიცი როგორ მოვიქცე. ვიკიპედია:ყავახანა/2005#გებელსი და ჯეიმზი - აქაც გვქონდა დისკუსია. --ცანგალა () 09:46, 24 ივლისი 2007 (UTC)[უპასუხე]

სტატიის სათაურში გებელსია, ხოლო ტექსტში გიობელსი, მარტო ერთი ვარიანტი უნდა დარჩეს. ბოლო-ბოლო რომელია სწორი?--ტრულალა () 13:33, 1 აგვისტო 2007 (UTC)[უპასუხე]

სახელის მართლწერა

[წყაროს რედაქტირება]

მე მგონი უნდა შევთანხმდეთ, რომ თუ სხვა უფრო ავტორიტეტული წყაროს დამოწმება არ გვაქვს, უნდა მივიღოთ ის ფორმა, რომელიც ქსე-ში და უცხო პირთა ლექსიკონშია აღნიშნული. ანუ ამ შემთხვევაში ეს არის იოზეფ გებელსი. თუ წინააღმდეგი არავინაა, ტექსტშიც გადავასწორებ. - ალ-ო     @ 18:16, 27 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

იოზეფ გებელსი (მომხრე)--Ventusa 18:28, 27 იანვარი 2008 (UTC)[უპასუხე]

ეს IPA: [ˈɡœbəls] ქართულში რა საჭიროა? ეს ინგლისური სტატიებისთვისაა, რომ იცოდნენ ზუსტად როგორ წაიკითხონ, რადგან ისინი უცხო ენის სახელებს, ისევე წერენ, როგორც მის მშობლიურ ენაზე. ხოლო ქართულში ეს პრობლემა აღარაა, ისე ვწერთ, როგორც იკითხება (ან როგორც უცხოენოვანი ბგერის გადმოცემის წესი გვასწავლის). ასე რომ, ჩემი აზრით IPA: ზედმეტია, თან გაუგებრობასაც იწვევს :) – Mero ® 06:07, 9 ოქტომბერი 2008 (UTC)[უპასუხე]

ის, რომ გებელსი სიმაღლეში 155 სმ იყო, დიდი ალბათობით ტყუილია. ან წყარო უნდა მიეთითოს, ან საერთოდ უნდა ამოვიღოთ ტექსტი. - OTOGI Messages 00:25, 6 იანვარი 2024 (UTC)[უპასუხე]