განხილვა:გმმ-120 თვითმავალი ნაღმმტყორცნი
საინტერესოა ოფიციალურად რა ქვია ამ ტექნიკას ? გმმ-120 ? თუ გმმ-120 თვითმავალი ნაღმტყორცნი ?. თუ უკანასკნელია ოფიციალური სახელწოდება ვფიქრობ არა ნაღმტყორცნი არამედ ნაღმსატყორცნი უნდა იყოს სათაური. - OTOGI Messages 12:24, 12 ივნისი 2016 (UTC)
@Otogi:, @David1010:, @გიო ოქრო:, @Melberg:, მოგესალმებით! სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, თავის საიტზე წარმოდგენილი სხვადასხვა პროდუქციისთვის იყენებს შემდეგ სახელწოდებებს:
- 120 მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნის მოდული GMM-120
- დიდგორი მეომარი 120 მმ ნაღმსატყორცნის მოდულით
- 60 მმ ნაღმმტყორცნი GM-60
- 82 მმ ნაღმმტყორცნი GM-82
- 120 მმ ნაღმმტყორცნი GM-120
იგივე სახელწოდებებია წარმოდგენილი სხვადასხვა ლექსიკონებში, სადაც „ნაღ-მ-ტყორცნის“ ნაცვლად მოცემულია „ნაღ-მმ-ტყორცნი“. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ასეთი წყაროები მხედველობაში მისაღები და აქედან გამომდინარე, მართებულია თუ არა შესაბამისი ცვლილებების განხორციელება სტატიებში. საინტერესო იქნებოდა თქვენი მოსაზრება აღნიშნულთან დაკავშირებით. წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისთვის.--Arkaitz1974 განხილვაწვლილი 09:02, 18 ნოემბერი 2020 (UTC)
- ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში — „ნაღმმტყორცნ-ი (ნაღმმტყორცნისა) სამხ. იხ. ნაღმსატყორცნი“ გიო ოქრო 09:06, 18 ნოემბერი 2020 (UTC)