განხეთქილების ვაშლი
Jump to navigation
Jump to search
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|განხეთქილების ვაშლი}} |
განხეთქილების ვაშლი — მითური ოქროს ვაშლი ზედწარწერით „უმშვენიერესს“. განხეთქილების ქალღმერთმა ერიდამ შეაგდო პელევსისა და თეტიდას ქორწილში, განრისხებულმა იმით, რომ თვითონ არ დაპატიჟეს. ქორწილში იმყოფებოდნენ ქალღმერთნი: ჰერა, ათენა, აფროდიტე. მათ შორის ერთ-ერთს უნდა რგებოდა ოქროს ვაშლი. დავის გადასაწყვეტად ტროის მეფისწულს პარისს(ალექსანდროსს) მიმართეს. აფროდიტემ მსაჯული დაიმარტოვა და აღუთქვა: ულამაზეს ქალს შეგრთავ თუ ვაშლს მე მარგებო, რითაც დაისაკუთრა კიდეც ვაშლი და უმშვენიერესის ტიტულიც. სამაგიეროდ პარისს დაეხმარა მენელაოსის მეუღლე მშვენიერი ელენე ტროაში წაეყვანა, რაც დიდი განხეთქილების მიზეზი გახდა. ამას მოჰყვა ტროას ომი, რაც 10 წლის შემდეგ ქალაქის დანგრევით დასრულდა.
გადატანით - დავის, უთანხმოების მიზეზი, ომის საბაბი.