გამქრალი ქალწული (საფოსტო მარკა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გამქრალი ქალწული
Stamp of Virgin Islands (Missing Virgin).jpg
ქვეყანა Flag of the British Virgin Islands.svg ბრიტანეთის
ვირჯინის კუნძულები
თარიღი 1868წ.
გამომცემლობა Waterlow and Sons Ltd. ლონდონი
დიზაინი Nissen & Parker Ltd.
უნიკალობა ბეჭდვითი ხარვეზის გამო
ტიპი სტანდრტული მარკა
ტირაჟი უცნობი
ნომინალი 1 შილინგი
ბეჭდვა ლითოგრაფია
დაკბილვა 15
შემორჩა 4-5 (სუფთა)
ახალი ფასი 75 000 აშშ $, 2007
სკოტის მიხედვით[1]

გამქრალი ქალწული (ინგლ. Missing Virgin)[2]ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე 1867 წელს გამოშვებული ლეგენდარული საფოსტო მარკა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საფოსტო მარკა დაიბეჭდა თეთრ ტონირებულ ქაღალდზე ლითოგრაფიული ტექნოლოგიით ლონდონში Waterlow and Sons Ltd. (ვატერლოუ და ძმები შპს) გამომცემლობაში. დიზაინი და ყალიბი მოამზადა Nissen & Parker Ltd (ნისენ ანდ პარკერ შპს). მარკაზე ჭიაფერი და შავი ფერების გამოყენებით გამოსახულია წმინდა ურსულას გამოსახულება. მარკის ნომინალი შეადგენდა 1 შილინგს. ერთ ფურცელზე 4 რიგად განლაგებული იყო 5-5 მარკა, სულ 20 მარკა. მარკები დაკბილულია, პერფორირებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის ბოლოს ცნობილმა ინგლისელმა ფილატელისტმა ედუარდ ბეკონმა ლონდონში დაიქირავა რამდენიმე წიგნი, სადაც მან აღმოაჩინა ვირჯინიის კუნძულების პირველი მარკების საცდელი მატრიცებისა და ესსეები და მანამდე უცნობი ვირჯინიის კუნძულების მეორე გამოშვების 1 შილინგიანი მარკა.

ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების პირველი საფოსტო მარკები გამოვიდა 1866-1867 წლებში. მარკის ნახატზე ცენტრში შავი საღებავით გამოსახული იყო წმინდა ურსულა. განსაკუთრებით საინტერესო იყო, ბეკონისათვის უცნობი მეორე გამოშვების 1 შილინგიანი მარკა, რომელიც უნიკალური იყო თავისი უიშვიათესი ბეჭდვითი ხარვეზის გამო - მარკის შუაგულში წმინდანის ნაცვლად გამოსახული იყო სხივოსანი თეთრი ფიგურა. მიზეზი, თუ რამ გამოიწვია ასეთი შეცდომა, დაუდგენელი რჩება.

1981 წელს ლონდონის ფილატელისტურმა ჟურნალმა გამოაქვეყნა მოსაზრება, რომ ”გამქრალი ქალწულის” ბეჭდვითი ხარვეზი განპირობებულია ორი ფურცლის მიწებებით, რის შედეგადაც საღებავი მიიღო მხოლოდ ზედა ფურცელმა.

წმინდა ურსულა
ვირჯინიის კუნძულების პირველი მარკა, 1868
სუფთა. თანამედროვე ფასი £ 100

ტიპოგრაფიული მონაცემების თანახმად, აღნიშნული მარკის ბეჭდვა ორ ეტაპად მიმდინარეობდა. ჯერ იბეჭდებოდა ვარდისფერ-ჭიაფერის საღებავით და შემდეგ შავი საღებავით. ბოლოს ხდებოდა დაკილვა-პერფორაცია. ბუნებრივია, გაუგებარია სად დაირღვა ტექნოლოგიური პროცესი, როგორ გამორჩა ფურცელს შავი საღებავის დადების ეტაპი ან ასეთი ფურცელი რატომ მოხვდა პერფორაციის ეტაპზე.

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომ მარკაზე წმ. ურსულა კი არა იტალიელი ფერმწერის გვიდო რენის წმ.ქალწული მარიამია გამოსახული , რაც ნაკლებ დამაჯერებელია, რადგან წმ. ურსულა არის ვირჯინიის კუნძულების მფაველი წმინდანი და ამ ტერიტორიის პირველ საფოსტო მარკებზე სწორედ მისი გამოსახულება უნდა ყოფილიყო.

დღეისათვის შემორჩენილია ”გამქრალი ქალწულის” ოთხი-ხუთი ეგზემპლარი: ერთი მათგანი ბრიტანეთის სამეფო კოლექციის კუთვნილებაშია და ინახება ბუკინგემის სასახლეში, ოთხი მარკა ინახება ბილ ფრეიზერის კოლექციაში (ინგლ. Bill Fraser). არსებობს კიდევ ერთი ეგზემპლარი უცნობი კერძო კოლექციონერის საკუთრებაში[3]. «გამქრალი ქალწულის» შემონახული ეგზემპლარებიდან ყველაზე კარგ მდგომარეობაში მყოფი მარკის (IV პოზიცია) სააუქციონო ფასი 2005 წლის მდგომარეობით არის 143 000 აშშ $[4].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 100 000 აშშ$ -ზე მეტი 2005 წლის აუქციონის - Greg Manning Auctions, Inc. - შეფასებით
  2. Glossary of Stamp Collecting Terms at «Askphil.org»
  3. ვირჯინიის კუნძულების ადგილობრივი გაზეთის «The Island Sun» ინფორმაცია
  4. 2005 წლის 21 ივნისის Greg Manning Auctions, Inc.აუქციონის მონაცემებით